დიდი კლუბები ესპანელ ტალანტებს ითხოვენ

AutoSharing Option

სატრანსფერო სეზონის გახსნამდე ჯერ კიდევ ბევრი დრო დარჩა, თუმცა მედიის საშუალებით ათასგვარი სიახლე ვრცელდება სამომავლო ტრანსფერების შესახებ. სხვათა შორის, მას შემდეგ, რაც ესპანეთის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, ევროპული გრანდები განსაკუთრებით დაინტერესდნენ პირინეელი ფეხბურთელებით. განსაკუთრებით, ახალგაზრდა და იმედისმომცემ ტალანტებზეა მოთხოვნა. ახლო მომავალი გვიჩვენებს, თუ რომელია სერიოზული დაინტერესება და რომელი - უბრალო სპეკულაცია. ამიტომ, ორიოდ წინადადებით გაგაცნობთ ამ სატრანსფერო სიახლეებს...

"ელ მუნდო დეპორტივო" ამტკიცებს, რომ "ინტერმა" თვალი "სარაგოსას" 21 წლის პლეიმეიქერ ანდერ ერერას დაადგა. ანდერი მართლაც გამორჩეული ტალანტია, მის სანაცვლოდ მილანელები 7

მილიონ ევროს გამოდიან. ბილბაოელმა ფეხბურთელმა შარშან გააცნო თავი მთელ ესპანეთს, როცა ბრწყინვალე სეზონი ჩაატარა არაგონულ კლუბში.

"მალიორკას" ფორვარდმა ემილიო ნსუემ თავი "ბარსელონასთან" თამაშში გამოიჩინა და ის რადიოსადგურმა "კადენა სერმა" ის ლონდონის "არსენალთან" დააკავშირა. 21 წლის ფორვარდს თამაში ვინგერადაც შეუძლია და ეულ ფორვარდადაც. "მილანის" ბოსი ადრიანო გალიანი "რეალის" შეფებთან შეხვედრას აპირებს, იტალიური გრანდის ინტერესებში მოურინიოსგან შერისხული 23 წლის პედრო ლეონია. დაბოლოს, "ლივერპულს" "ვალენსიას" 25 წლის ვინგერი პაბლო ერნანდესი მოუნდა - აცხადებს ბრიტანული "ფიფლი".

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული