ფლორენტინო პერესი კრიშტიანო რონალდოსგან ახსნა-განმარტებას ითხოვს

AutoSharing Option
Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, მადრიდის "რეალის" პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა გუნდის პორტუგალიელ ვარსკვლავს კრიშტიანო რონალდოს ახსნა-განმარტება მოსთხოვა მისი საქციელის გამო.

შეგახსენებთ, რომ "გრანადასთან" მოგებული მატჩის შემდეგ რონალდომ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ბედნიერი არ არის და კლუბში ამის შესახებ იციან.

პერესი მიიჩნევს, რომ რონალდომ ბოდიში ან ახსნა-განმარტება იგივენაირად უნდა გააკეთოს, როგორც თავისი პრობლემების შესახებ დაიწყო საუბარი, ანუ ტელეარხებისა და პრესის მეშვეობით.

"სამეფო კლუბში" მიიჩნევენ, რომ პორტუგალიელის საქციელი თავიდანვე დაგეგმილი იყო, რადგან რონალდომ ჟურნალისტებს პროვოცირება გაუკეთა და კითხვები თავისთვის სწორი მიმართულებით დაასმევინა.
მკითხველის კომენტარები / 2 /
რეალმა იკიტხოს ტორემ რონალდო არ დარჩება უკლუბოდ
zuzu1
22:36 07-09-2012
0
არა მგონია რო პერესმა აპატიოს რონალდოს.რეალი არავის ეხვერწება თამაშს და ალბათ გაუშვებენ რონალდუს.
barcaforever
14:48 07-09-2012
0

სიახლეები პოპულარული