ფეხბურთელის თქმით, მსოფლიოსა და ევროპის ორგზის ჩემპიონი მოედანზე იმისთვის არ გამოვა, რომ დაისვენოს.
"ესპანეთის ნაკრებისთვის ამხანაგური მატჩები არ არსებობს. ამბიციები უნდა შევინარჩუნოთ და ჩვენი გუნდის ფერები დავიცვათ.
თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. ევროპის ჩემპიონატის შემდეგ გვქონდა იმის დრო, რომ დაგვესვენა და ძალები აღგვედგინა", - თქვა რამოსმა.
შეგახსენებთ, რომ ესპანეთი 7 სექტემბერს ამხანაგურ მატჩში საუდის არაბეთის ნაკრებს დაუპირისპირდება, ხოლო 11 სექტემბერს საქართველოს ეროვნულ გუნდს შეხვდება.