ჟოან ლაპორტა: "ბარსელონას" პრეზიდენტად დაბრუნება დამოუკიდებელ კატალონიაში მინდა

AutoSharing Option
"ბარსელონას" ყოფილმა პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ განაცხადა, რომ მზადაა დაბრუნდეს კლუბში, ოღონდ ეს იმ შემთხვევაში, თუკი კატალონია დამოუკიდებელი გახდება.

ლაპორტამ განცხადება იმ დღეს გააკეთა, როდესაც ბარსელონას ქუჩებში მილიონზე მეტმა ადამიანმა ესპანეთის ჩრდილო-დასავლეთ რეგიონში კატალონიის დამოუკიდებლობის მოთხოვნით მსვლელობა მოაწყო.

"ბარსელონას" პრეზიდენტობა დამოუკიდებელ კატალონიაში მინდა, - თქვა ლაპორტამ. - მე უკვე გავაცანი ჩემი შეხედულება გულშემატკივრებს და მათ ჩემი ესმით.

როდესაც მე კლუბში ვმუშაობდი
, მოვიგეთ ჩემპიონთა ლიგა, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი, სუპერთასები და ესპანეთის ჩემპიონატი".

50 წლის პოლიტიკოსი "ბლაუგრანას" სათავეში 2003-2010 წლებში ედგა, რაც კლუბის
ისტორიაში ყველაზე წარმატებული პერიოდი იყო. სწორედ იმხანად გუნდმა ოთხჯერ ჩემპიონატი და ორჯერ ჩემპიონთა ლიგა და ესპანეთის თასი მოიგო.

ლაპორტა ორი წლის წინ სანდრო როსელმა შეცვალა.
მკითხველის კომენტარები / 5 /
ნამდვილად სეპარატისტი და არა ნაციონალისტი. ჯერ იყო არაგონიის სამეფოს ნაწილი და როცა კასტილია და არაგონია გაერთიანდა და ჩამოყალიბდა ესპანეთი გახდა ესპანეთის ნაწილი. განსხვავებით იგივე ბასკებისგან და სკოტებისგან, ის არის სეპარატისტი.საფრანგეთშიც არიან და ხმას არ იღებენ იმიტომ რომ ფრანგებმა თავიდანვე გადაუარეს, მაგათი გეგმები რომ ნახო ვალენსიაც უნდათ, არაგონიაც და ა.შ. გაუმარჯოს ერთიან საქართველოს და ესპანეთს. (ვიღაც ქინძი ლომბარდიის დამოუკიდებლობასაც ითხოვს, იმ ლომბარდიის რომლისგანაც შეიქმნა იტალია და ცალკე ჩემპიონატში ხვდება ქურთებს, ასეთივე ქინძია ლაპორტა და პუიოლის მამა ბაბუა, ეს ესპანეთის კოკოითი და არძინბები
pelazgi
18:46 13-09-2012
0
IBERIA, რას ნიშნავს იბერიელები? პორტუგალიის დამოუკიდებლობაც უსამართლობაა? :)
რაც არ იცით, იმაზე რატო ლაპარაკობთ?
დამპალიაო, ლაპორტაზე ამბობთ? უაზრო ამბიცია დამოუკიდებლობისკენ სწრაფვაა?
ისტორია თქვენ არ იცით, ლიტერატურაც, როგორც ჩანს. ეჭვი მაქვს, ფეხბურთიც მინაშვილის დონეზე გესმით, მაქსიმუმ.
dudu
09:56 13-09-2012
0

სიახლეები პოპულარული