რამონ კალდერონი: "რეალს" ჟოზე მოურინიო და ჟორჟე მენდეში მართავენ

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" ყოფილი პრეზიდენტი რამონ კალდერონი ესპანელ ჟურნალისტებს ესაუბრა და "სამეფო კლუბის" ამჟამინდელი მდგომარეობა გააკრიტიკა.

კრიშტიანო რონალდოზე:
"თუ ფეხბურთელი თავს ბედნიერად არ გრძნობს კლუბში, ის აუცილებლად უნდა წავიდეს".

ჟოზე მოურინიოზე:
"ის კარგი მწვრთნელია, მაგრამ ზოგჯერ მისი საქციელი სამარცხვინოა. მე ვისენტე დელ ბოსკეს გადაბირებას შევეცდებოდი”.

კაკაზე:
"ჩემი პრეზიდენტობის დროს კაკასთან კონტრაქტი არ გაგვიფორმებია, რადგან ჩემამდე ცუდი ხმები მოდიოდა".

რაულზე:
"ის, რაც გააკეთა ფლორენტინო პერესმა რაულთან მიმართებაში, საშინელებაა".

"რეალზე":
"კლუბის ფაქტობრივი პრეზიდენტი ჟორჟე მენდეშია (აგენტი, რომლის ერთ-ერთი კლიენტი კრიშტიანო რონალდოა). "რეალს" ამჟამად
მოურინიო და მენდეში მართავენ და ფლორენტინო პერესმა ძალიან კარგად იცის, რატომაც".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული