ჟერარდ პიკე 2-3 კვირით იუქმებს

AutoSharing Option
"ბარსელონას" თავკაცმა ტიტო ვილანოვამ გუნდის წამყვანი მცველის, ჟერარდ პიკეს ტრავმის შესახებ ისაუბრა, რომელიც მან "სპარტაკთან" შეხვედრაში მიიღო.

"ჟერარდ პიკემ ტრავმა მიიღო და მისი შეცვლა რომელიმე სათადარიგო ფეხბურთელით დაგვჭირდება. იმედია, ის მწყობრში მალე ჩადგომას მოახერხებს, მაგრამ თუ ასე არ მოხდა, მოედანზე რომელიმე ახალგაზრდა ფეხბურთელს გამოვიყვანთ", - თქვა ვილანოვამ.

არსებული ინფორმაციით, პიკე მწყობრიდან 2-3 კვირით გამოვიდა და მადრიდის "რეალთან" ესპანეთის ჩემპიონატის მატჩს გამოტოვებს.

მომზადებულია AFP-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული