ლიონელ მესი: დავიდ ვილიასთან არანაირი კონფლიქტი არ მაქვს

AutoSharing Option
"ბარსელონას" ლიდერმა ლიონელ მესიმ "გრანადასთან" მატჩში დავიდ ვილიასთან შელაპარაკების შესახებ კომენტარი გააკეთა.

"ვილიასთან" პრობლემა არ მაქვს. ფეხბურთელებს შორის ესეთი საუბარი ვარჯიშებზეც ხდება, მაგრამ იქ კამერები არ არის, რომელთაც ფეხბურთელის ემოციის გადაღება შეუძლიათ.

სიტყვიერი შეხლაშემოხლა, რომელიც ჩვენს შორის მოხდა, გამარჯვებისკენ "ბარსელონას" სწრაფვის მაჩვენებელია. "გრანადასთან" მატჩში ჩვენი ხასიათი გამოვავლინეთ და შედეგსაც ასე მივაღწიეთ.

რაც შეეხება დავიდ ვილიას, ერთმანეთს მშვენივრად ვუგებთ. ჩვენს შორის არანაირ კონფლიქტზე საუბარი არ შეიძლება იყოს", - განაცხადა მესიმ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული