მადრიდის "რეალი" და "რაიო ვალეკანო" 24 სექტემბერს შეხვდებიან

AutoSharing Option
"ესტადიო დე ვალესკასზე" განათების ტექნიკური პრობლემების გამო მადრიდის "რეალსა" და "რაიო ვალეკანოს" შორის 23 სექტემბერს გასამართი მატჩი ვერ ჩატარდა.

"სამეფო კლუბის" ოფიციალური საიტის ინფორმაციით, შეხვედრა 24 სექტემბერს გაიმართება. ეს გადაწყვეტილება ესპანეთის პროფესიონალურმა საფეხბურთო ლიგამ მიიღო.

შეხვედრა თბილისის დროით 21:45 საათზე დაიწყება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული