”ბარსელონა” ”კამპ ნოუს” დატოვებას ჯერჯერობით არ აპირებს

AutoSharing Option
"ბარსელონა" მშობლიური "კამპ ნოუს" დატოვებას სულ მცირე, კიდევ ორი წლით არ აპირებს.

ეს გადაწყვეტილება "ბლაუგრანას" დირექტორთა საბჭომ სხდომაზე მიიღო.

მანამდე გუნდის ხელმძღვანელობამ არენის რეკონსტრუქციის სურვილი გამოთქვა, რაც იქ ბოლოს 1998 წელს მოხდა, მაგრამ ახლა ამ ამბავს ხელს ფინანსური გარემოებები უშლის.

ამ დროისთვის "ბარსელონას" ვალი 200 მილიონ ევროს შეადგენს და მას ისეთი ძვირადღირებული პროექტით დაკავების უფლებას არ აძლევს, როგორიც არენის რეკონსტრუქციაა.

როდესაც ვალებს შეამცირებენ, "ბლაუგრანას" ხელმძღვანელები ამ საკითხს დაუბრუნდებიან.

სხვათა შორის, "ბარსელონას" ნებისმიერი ვალის შემცირება და დაფარვაც შეუძლია, მაგრამ ამისთვის მესი-ჩავი-ინიესტას
ტრიოდან რომელიმე უნდა გაყიდოს. ალბათ, ყველასთვის ნათელია, რომ კატალონიელთა ხელმძღვანელობა ამას დახვრეტით დამუქრების შემთხვევაშიც არ გააკეთებს.

"კამპ ნოუს" რეკონსტრუქციის პროექტი ჯერ კიდევ 2007 წელს მიიღეს, სტადიონის 50 წლის იუბილეს აღსანიშნავად. სამუშაოები ჯერ კიდევ 2009 წელს უნდა დაწყებულიყო, მაგრამ შემდეგ ის გაურკვეველი ვადით გადადეს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული