"სევილიამ" ლა კორუნიის "დეპორტივოსთან" მატჩის დროის გადაწევაზე უარი განაცხადა

AutoSharing Option
"ესტადიო დე ველეკასზე" მომხდარმა ინციდენტმა, სადაც ელექტროენერგიის პრობლემის გამო "რაიო ვალეკანომ" და მადრიდის "რეალმა" თამაში ვერ მოახერხეს, სხვა კლუბებისთვისაც სირთულეები გამოიწვია.

"სევილიას" ხელმძღვანელობას "დეპორტივოსთან" გასვლითი მატჩის დაწყების დროის 15 წუთით გადატანა სთხოვეს. კერძოდ კი - 22:30-დან 22:45-ისთვის, თუმცა ანდალუსიელებმა კატეგორიული უარი განაცხადეს.

ესპანეთის ლიგა და საბაჟო ფედერაცია ტელეტრანსლაციების შეფერხების გამო ღელავდნენ.

"რომ დავთანხმებულიყავით, ჩვენს გუნდს ღამის გათევა ლა კორუნიაში მოუხდებოდა, რადგან აეროპორტში დაბრუნების დრო, პრაქტიკულად, აღარ დაგვრჩებოდა.

ამიტომ გადავწყვიტეთ, კატეგორიული უარი გვეთქვა - მატჩის დაწყების დროის შეცვლას, რომლის დაწყებამდეც 24
საათზე ნაკლები დრო რჩებოდა, შეეძლო ჩვენთვის სერიოზული ზიანი მოეყენებინა", - განაცხადა "სევილიას" ვიცე-პრეზიდენტმა ხოსე მარია დელ ნიდომ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული