ამის შესახებ ჩავის აგენტმა ივან კორეტხამ განაცხადა:
"კლუბის ხელმძღვანელობა ჩავის მიმდინარე კონტრაქტის გახანგრძლივების წინადადებით დაგვიკავშირდა. მათ ხელშეკრულების პირობების გაუმჯობესება და გაგრძელება სურთ.
მიმაჩნია, რომ ჩავის და "ბარსელონას" შორის ახალი კონტრაქტის გაფორმება მხოლოდ დროის საკითხია".
აღსანიშნავია, რომ კლუბთან 32 წლის მოთამაშის მიმდინარე ხელშეკრულება 2014 წელს იწურება.