კარლეს პუიოლი მადრიდის "რეალის" წინააღმდეგ ითამაშებს

AutoSharing Option
მუხლის ტრავმის შემდეგ "ბარსელონას" მცველის, კარლეს პუიოლის გამოჯანმრთელება ნავარაუდევზე სწრაფად მიდის.

დიდია იმის ალბათობა, რომ 34 წლის კატალონიელმა "რეალის" წინააღმდეგ ესპანურ კლასიკოში მონაწილეობა მიიღოს, რომელიც 7 ოქტომბერს გაიმართება.

პუიოლი ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიშობს.

ადრე ვარაუდობდნენ, რომ მცველი ფეხბურთს ოქტომბრის შუა რიცხვებამდე ვერ ითამაშებდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული