ჟოზე მოურინიო: ტაიმ-აუტები ფეხბურთს განვითარებაში დაეხმარება

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო მიიჩნევს, რომ ფეხბურთში ტაიმ-აუტების შემოღებაა საჭირო, ისევე, როგორც ეს კალათბურთსა და ჰოკეიშია მიღებული.

"ეს, ჩემი აზრით, ფეხბურთს განვითარებაში დაეხმარება. ტაიმ-აუტები მწვრთნელებს მატჩის მსვლელობისას მოთამაშეებისთვის მითითებების მიცემაში დაეხმარება.

კარგი იქნებოდა, წუთშესვენების მოთხოვნა შეგვეძლოს, ისევე, როგორც აშშ-ში სპორტის მრავალ სახეობაში ხდება. ეს კარგი გადაწყვეტილება იქნებოდა და მეტ თავისუფლებას მოგვანიჭებდა", - განაცხადა პორტუგალიელმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული