ესპანეთი. ლა ლიგა. VII ტურის წინ: როცა "ბარსა" და "რეალი" თამაშობენ, მსოფლიო ჩერდება

AutoSharing Option
ვალენსიური დერბის მოყვარულებთან ბოდიში! ვერც ბასკურ-ნავარული კლუბების მოყვარულებს გავახარებთ, არადა, მათ შორის 7 ოქტომბერს დიდი დაპირისპირებაა, 5 ოქტომბერს გამართულ შეხვედრაზეც მხოლოდ სტატისტიკით უნდა დაკმაყოფილდეთ - კვირას ხომ ელ კლასიკოა!

400 მილიონი ტელემაყურებელი
"მედიაპრო", კომპანია, რომელსაც კვირის სუპერმატჩის ჩვენების და დისტრიბუციის უფლება აქვს მთელ მსოფლიოში, ვარაუდობს, რომ 7 ოქტომბრის კლასიკოს ტელეაუდიენცია 400 მილიონი ადამიანი იქნება!

"ბარსა"-"რეალს" აჩვენებენ ცოცხლად 30-ზე მეტ ქვეყანაში, საქვეყნოდ ცნობილი არხები: "სქაი", "ალ ჯაზირა", ESPN და სხვები.

მხოლოდ "მედიაპრო" მატჩს 300 პროფესიონალით მოემსახურება, სხვა ტელევიზიები კიდევ 500 თანამშრომელს
დაიხმარენ, რომ აღარაფერი ვთქვათ მატჩზე აკრედიტებულ პრესის უამრავ წარმომადგენელზე.

მოკლედ, პლანეტის მთავარი გულისცემა 7 ოქტომბერს, ჩვენი დროით ათი საათიდან "კამპ ნოუზე" იქნება...

მიუხედავად ასეთი დიდი აჟიოტაჟისა, ტურის ცენტრალური შეხვედრა სატურნირო მდგომარეობის მიხედვით სულ სხვა თამაშია (ამაზე ქვემოთ), ეს "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ საკუთარ თავს დააბრალოს. 6 ტურში "რეალმა" მხოლოდ 10 ქულა მოაგროვა, ეს კი ლა ლიგაში ჯერჯერობით მხოლოდ მე-6 ადგილს ჰყოფნის.

იმის გამო, რომ ტიტო ვილანოვას გუნდმა უბრალოდ ფანტასტიკურად დაიწყო სეზონი, სხვაობა ამ დროისთვის უზარმაზარია - 8 ქულა და მასპინძლების კიდევ 3 ქულით გაზრდის შანსი აქვთ.

თუკი ეს მოხდა, შეიძლება ითქვას, რომ "რეალისთვის" საჩემპიონო ტიტულის შენარჩუნება საოცნებო გახდება.

ყველაზე მაგარი სტარტი ევროპაში
44 წლის თავკაცის გუნდი ერთადერთია ევროპაში, რომელმაც სეზონის დაწყებიდან ყველა შეხვედრა მოიგო, როგორც ჩემპიონატში, ასევე ევროთასებზე - 6 ლა ლიგაში და 2 ჩემპიონთა ლიგაზე.

ჰორიზონტზე კი კიდევ ერთი საკლუბო რეკორდია - გამარჯვების შემთხვევაში ტიტო ვილანოვა "ბარსას" ისტორიაში უნიკალური მწვრთნელი გახდება - ჯერ ამხელა გრანდის არც ერთ მწვრთნელს არ მოუგია სეზონის სტარტზე ზედიზედ 7 მატჩი.

ამასთანვე აღვნიშნოთ, რომ ეს ტიტოს პირველი კლასიკოა პრიმერაში.

მოკლედ, "ბარსა" შეუჩერებელია. "რეალი"? 8 ქულა მართლაც ძალიან დიდი ჩამორჩენაა, მაგრამ "სამეფო კლუბის" სასარგებლოდ რამდენიმე ფაქტორი მაინც მოქმედებს - ჟოზეს გუნდი ერთადერთია, რომელმაც ამ სეზონში (სუპერთასზე) შეძლო "ბარსელონას" დამარცხება, ეს მან 29 აგვისტოს "სანტიაგო ბერნაბეუზე" მოახერხა და ტიტულიც წაართვა.

გარდა ამისა, "რეალი" აშკარად უკეთ ათამაშდა ბოლო დროს: ბოლო 7 თამაშიდან 6 მოიგო და მხოლოდ "სევილიასთან" დამარცხდა.

დამარცხებულთა შორის არიან: "ბარსელონა", "მანჩესტერ სიტი", "დეპორტივო" და "აიაქსი".

ბოლო წლებში ხშირად კლასიკოს ბედი ამ ორი გუნდის ორ მეგავარსკვლავზეა დამოკიდებული; ლიონელ მესისა და კრიშტიანო რონალდოზე.

თუკი არგენტინელმა ბოლო დროს მნიშვნელოვნად მოუკლო, პორტუგალიელმა "აიწყვიტა": 27 წლის რონალდომ ბოლო 4 მატჩში 8 გოლი გაიტანა, ზედიზედ ორი შეხვედრაა ის ჰეთთრიკს აკეთებს. აი, მასზე 2 წლით უმცროსს კი "სპარტაკთან" მატჩის მერე აღარ გაუტანია ანუ უკვე ზედიზედ სამი მატჩია.

თუმცა აქვე ვიტყვით, რომ მესიმ ამ სამ შეხვედრაში 4 საგოლე პასი გააკეთა.

ხალხი კაკას ითხოვს, რას გადაწყვეტს მოუ?

ეს შეხვედრა განსაკუთრებული იქნება "ბარსას" ჩილელი ფორვარდისთვის - თუკი მოედანზე გამოსვლა მოუწევს, ალექსის სანჩესი 50-ედ მოირგებს "ბარსელონას" მაისურს კარიერაში.

წინა 49 შეხვედრაში მან 16 გოლი გაიტანა. ბრწყინვალე სტატისტიკაა, თუმცა იტალიიდან გადმობარგებულისგან მეტს ელოდნენ, მაგრამ ტრავმებმა ალექსისს ხელი შეუშალეს თავის წარმოჩენაში.

ტიტოს ბევრი ტრავმირებული ჰყავს, ლაზარეთში მყოფთაგან ერთადერთს აქვს თამაშის შანსი - ჟერარდ პიკეს. ის ტრენაჟორების დარბაზში ვარჯიშობს და მხოლოდ თამაშის დღეს გახდება ცნობილი, შეძლებს თუ არა გამოსვლას.

ჟოზეს ტრავმირებული არავინ ჰყავს, დისკვალიფიკაციამოხდილი ფაბიო კოენტრაოც დაემატა, მაგრამ შემადგენლობასთან დაკავშირებით მაინც პრობლემები აქვს - მოურინიომ არ იცის, ვის დააყენებს შემტევ ნახევარმცველად, ლუკა მოდრიჩს, რომელიც ჯერ ვერ ამართლებს იმედებს, მესუთ იოზილს, რომელიც ცუდ ფორმაშია თუ კაკას, რომელსაც ნდობა ახლაღა გამოუცხადეს. არის კიდევ ერთი ვარიანტი - არც ერთი მათგანი!

სხვათა შორის, "მარკამ" ამ თემაზე გამოკითხვაც კი მოაწყო - ხმების 68% კაკამ მიიღო, მაგრამ არა გვგონია, მოურინიო ხალხის ხმას დაყაბულდეს.

იცით თუ არა, რომ (ისტორიიდან)...
* ჩემპიონატში პირველი კლასიკო გაიმართა 1929 წლის 17 თებერვალს. "ბარსელონა" შინ 1:2 დამარცხდა "რეალთან". მანუელ პარერას გოლს მადრიდელმა რაფაელ მორერამ დუბლით უპასუხა.
* კლასიკოებში პირველი გოლი "რეალის" რაფაელ მორერამ გაიტანა მე-10 წუთზე.
* ჩემპიონატის ეგიდით სულ ჩატარდა 165 კლასიკო: "რეალმა" მოიგო - 69, "ბარსელონამ" 65, ფრედ 31 მატჩი დასრულდა. ბურთების შეფარდება 267-263 "რეალის" სასარგებლოდ.
* სულ ჩატარდა 221 კლასიკო: 88 მოიგო "რეალმა", 87 - "ბარსელონამ", ფრედ 46 მატჩი დასრულდა. ბურთების შეფარდება 367-359. შესაშური თანაფარდობაა!
* ამხანაგური მატჩების ჩათვლით, სულ 252 კლასიკო გაიმართა.
* კლასიკოების რაოდენობა ტურნირების მიხედვით: 165 - ჩემპიონატი, 30 - კოპა დელ რეი, 6 - ლიგის თასი, 12 - ესპანეთის სუპერთასი, 8 - ჩემპიონთა ლიგა, 32 - ამხანაგური მატჩები.
* ყველაზე დიდი ანგარიშით "რეალმა" "ბარსელონა" დაამარცხა - 11:1, ხოლო "ბარსელონამ" "რეალი" - 8:2.
* "რეალმა" ზედიზედ 7 კლასიკო მოიგო (1962-1965).
* კლასიკოს ბომბარდირები: 18 - ალფრედო დი სტეფანო; 15 - ლიონელ მესი, რაული; 14 - სესარ როდრიგესი, ფრანსისკო ხენტო, ფერენც პუშკაში; 12 - სანტილიანა.
* 33 ფეხბურთელს კლასიკოში ორივე გუნდის შემადგენლობაში აქვს მიღებული. მათ შორის ბერნდ შუსტერს, გეორგე ჰაჯის, მიქაელ ლაუდრუპს, ლუის ენრიკეს, ლუიშ ფიგუს, რონალდოს, სამუელ ეტოოსა და ხავიერ სავიოლას.
* დღეისათვის გუნდებში არ ირიცხებიან ისეთი ფეხბურთელები, რომელთაც მოწინააღმდეგე გუნდში უთამაშიათ.

იცით თუ არა, რომ (დღეს)...

* უკვე ლა ლიგის 25 მატჩია ზედიზედ, რაც "ბარსას" ერთი გოლი მაინც გააქვს.
* ამ სეზონში "ბარსელონას" ყველაზე მეტი ზუსტი დარტყმა აქვს კარში - 52, "რეალს" კი ყველაზე მეტი აცილება - 54.
* "რეალმა" ყველაზე მეტჯერ გაარტყა ბურთი ძელებს - 6, "სამეფო კლუბმა" ყველა გოლი (12) საჯარიმოს შიგნიდან გაიტანა.
* "ბარსელონას" გაზრდილებმა სეზონში გოლების 64,7% გაიტანეს, მაშინ როცა "რეალის" აღზრდილს ამ სეზონში ჯერ გოლი არ გაუტანია.
* კრიშტიანო რონალდომ 19-ჯერ დაარტყა კარში ზუსტად, ლიონელ მესიმ - 18-ჯერ. ორივემ 6-6 გოლი გაიტანეს.
* "ბარსელონას" ფეხბურთელებმა ამ სეზონში ჯამში 4 181 პასი გააკეთეს, "რეალის" - 3 056.
* "ბარსას" მთავარი მეპასე ჩავია (ლა ლიგისაც ის არის) - 530 პასი, "რეალის" - ჩაბი ალონსო - 434.
* "ბარსას" 17 გოლიდან 11 ცაცია ფეხითაა გატანილი. ამავე დროს გაშვებული 5-დან 4 ცაციით გაუტანეს "ბლაუგრანას".
* "ბარსა" 53-ჯერ დაჯარიმდა და 10 ყვითელი ბარათი მიიღო, ხოლო "რეალი" 75-ჯერ დაჯარიმდა და 12 ყვითელი ბარათი მიიღო.
* "ბარსელონაში" ყველაზე მეტჯერ ადრიანო დაჯარიმდა - 6-ჯერ, "რეალში" - სერხიო რამოსი - 17-ჯერ.

ფრაზები ელ კლასიკოს წინ
სტივ მაკმანამანი (ინგლისის ნაკრების ყოფილი ლიდერი): "ელ კლასიკო ფეხბურთში ყველაზე მთავარი მატჩია".
ჩავი (ბარსელონა): "ძალიან კარგი იქნება, კლასიკოზე ჰეთთრიკს თუ შევასრულებ".
ჟოზე მოურინიო (რეალი): "ბარსელონასთან" ქიშპობა ძალზე სასიამოვნოა".
იოჰან კრუიფი (ჰოლანდიური ფეხბურთის და "ბარსას" ლეგენდა): "ახლა "რეალი" საშიშია, როგორც არასდროს".
ხოსეპ გვარდიოლა (ბარსელონას ყოფილი მწვრთნელი): "როცა "რეალი" და "ბარსა" თამაშობენ, მსოფლიო ჩერდება".

სავარაუდო შემადგენლობები
"მარკას" მიხედვით
ბარსელონა: ვალდესი - დ. ალვეში, სონგი, პიკე, ალბა - ჩავი, ბუსკეტსი, ფაბრეგასი - სანჩესი, მესი, ინიესტა.
რეალი: კასილიასი - არბელოა, ს. რამოსი, პეპე, მარსელო - ხედირა, ჩაბი ალონსო - დი მარია, მოდრიჩი, რონალდო - ბენზემა.

ორი ნულის ამბავი
მაგრამ არის ერთი მატჩიც, რომელიც აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ - "ვისენტე კალდერონზე" "ატლეტიკო", რომელიც დიდებულად თამაშობს ლა ლიგაშიც და ევროპალიგაზე, მასპინძლობს "მალაგას", რომელიც ასევე დიდებულად თამაშობს ლა ლიგაში და ჩემპიონთა ლიგაზეც.

არც დიეგო სიმეონეს გუნდს და არც მანუელ პელეგრინისას ამ სეზონში არ წაუგია.

დიდებულ ფორმაშია "ატლეტიკოს" ფორვარდი რადამელ ფალკაო, კოლუმბიელს 7 გოლი აქვს გატანილი და ბომბარდირთა დავაში პირველობს.

ესპანეთი. ლა ლიგა. VII ტური
5 ოქტომბერი
სელტა-სევილია 2:0


6 ოქტომბერი
ვალეკანო-დეპორტივო 18:00
ტრავმა: არავინ

ბოლო 6 მატჩი
+2=1-3 +1=3-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 15 თამაში: +2=6-7, (12-22)

სარაგოსა-ხეტაფე 20:00
დისკვალიფიკაცია: ალექსისი (ხეტ)
ტრავმა: ობრადოვიჩი, პინტერი (სარ)

ბოლო 6 მატჩი
+2=0-4 +2=1-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 17 თამაში: +8=5-4, (28-22)

ვალიადოლიდი-ესპანიოლი 22:00
დისკვალიფიკაცია: ვაკასო (ესპ)
ტრავმა: სასტრე, ებერტი - გარსია, მატიონი, ბაენა

ბოლო 6 მატჩი
+3=0-3 +0=1-5
ურთიერთშეხვედრები
სულ 28 თამაში: +7=9-12, (19-31)

ბეტისი-სოსიედადი 00:00
დისკვალიფიკაცია: კასტო (ბეტ)
ტრავმა: პაულაუ - პარდო, ელუსტონდო, იფრანი

ბოლო 6 მატჩი
+3=0-3 +3=0-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 28 თამაში: +11=9-8, (34-26)

7 ოქტომბერი
ლევანტე-ვალენსია 14:00
დისკვალიფიკაცია: ფეგული (ვალ)
ტრავმა: პალიარდო, ხუანლუ - რ. კოშტა, მატიო, ალბელდა, კანალესი, პიატი, ბანეგა

ბოლო 6 მატჩი
+2=1-3 +2=2-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 12 თამაში: +1=4-7, (8-23)

მალიორკა-გრანადა 18:00
დისკვალიფიკაცია: ჩიმო - ბენიტესი
ტრავმა: მარკესი, ხიმენესი - იგჰალო, ფ. რიკო, იებდა, ლუსენა

ბოლო 6 მატჩი
+3=2-1 +1=2-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 2 თამაში: +0=2-0, (2-2)

ბილბაო-ოსასუნა 20:00
დისკვალიფიკაცია: ამორებიეტა (ბილ)
ტრავმა: ი. პერესი, ანდერი - ბერტრანი, დამია

ბოლო 6 მატჩი
+1=2-3 +1=1-4
ურთიერთშეხვედრები
სულ 28 თამაში: +11=9-8, (37-31)

ბარსელონა-რეალი 21:50
ტრავმა: ადრიანო, კვენკა, პიკე (?), პუიოლი, აბიდალი, მუნიესა (ბარ)

ბოლო 6 მატჩი
+6=0-0 +3=1-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 49 თამაში: +22=14-13, (85-63)

ატლეტიკო-მალაგა 23:30
ტრავმა: ემრე, ფალკაო (?) - ტულალანი, ბუონანოტე, ბაპტიშტა, ხუანმი

ბოლო 6 მატჩი
+5=1-0 +4=2-0
ურთიერთშეხვედრები
სულ 18 თამაში: +9=3-6, (30-22)

შენიშვნა: ურთიერთშეხვედრები ჩემპიონატისა და თასის მატჩები 1994 წლიდან

სატურნირო ცხრილი
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ბარსელონა 6 6 0 0 17-5 18
2. ატლეტიკო 6 5 1 0 16-7 16
3. მალაგა 6 4 2 0 10-2 14
4. სევილია 6 3 2 1 8-5 11
5. მალიორკა 6 3 2 1 7-4 11
6. რეალი 6 3 1 2 12-5 10
7. ვალიადოლიდი 6 3 0 3 10-6 9
8. სოსიედადი 6 3 0 3 8-9 9
9. ბეტისი 6 3 0 3 10-13 9
10. ვალენსია 6 2 2 2 8-8 8
11. ხეტაფე 6 2 1 3 7-10 7
12. ვალეკანო 6 2 1 3 7-13 7
13. ლევანტე 6 2 1 3 7-13 7
14. სელტა 6 2 0 4 7-8 6
15. სარაგოსა 6 2 0 4 5-8 6
16. დეპორტივო 6 1 3 2 8-12 6
17. გრანადა 6 1 2 3 4-9 5
18. ბილბაო 6 1 2 3 8-14 5
19. ოსასუნა 6 1 1 4 7-10 4
20. ესპანიოლი 6 0 1 5 7-12 1

ბომბარდირები:
7 - რადამელ ფალკაო (ატლეტიკო); 6 - ლიონელ მესი (ბარსელონა), კრიშტიანო რონალდო (რეალი); 4 - ტომერ ჰემედი (მალიორკა), ალვარო ნეგრედო (სევილია).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
VIVA BARSAAAAAAAAAAAA
shota
13:03 06-10-2012
0

სიახლეები პოპულარული