თვითკრიტიკის შესახებ
"საკმაოდ თვითკრიტიკული ვარ, რადგან გოლების გაშვება არ მიყვარს. ძალიან მაწუხებს, როდესაც მიხდება იმის აღიარება, რომ გოლი ჩემი შეცდომის გამო გავიდა.
ვიცი, რომ ეს თამაშის ნაწილია და რომ გოლის გაშვებას ვერსად წაუხვალ, თუმცა მოედანზე ყოველთვის იმაზე მეტის გაკეთებას ვცდილობ, ვიდრე შემიძლია. მაგალითად, როდესაც ბურთი ცხრიანში მიფრინავს, ყოველთვის მის მოგერიებას ვცდილობ".
ესპანეთის ჩემპიონატში მადრიდის "რეალის" ცუდი სტარტის შესახებ
სერხიო რამოსსა და ჟოზე მოურინიოს შორის კონფლიქტის შესახებ:
"ეს ყველას დანაშაულია, რადგან ბუზი აქლემად აქციეს, ჟურნალისტები კი ამას სიხარულით ჩაეჭიდნენ".
სანაკრებო კარიერის დასრულების შესახებ
"მინდა ნაკრებში რაც შეიძლება დიდხანს ვითამაშო. მთავარია, რომ თანაგუნდელებს და მწვრთნელს ჩემი სჯეროდეთ".
მომზადებულია Football Espana-ს მიხედვით