შეგახსენებთ, რომ თებერვალში ბანეგამ ფეხი ორ ადგილას მოიტეხა, როდესაც ავტოგასამართ სადგურზე ავტომობილზე ხელის მუხრუჭის დაყენება დაავიწყდა და მანქანამ ფეხზე გადაუარა.
ახლა არგენტინელს მოედანზე რაც შეიძლება სწრაფად დაბრუნება სურს.
"რამდენიმე რთული მომენტის გადალახვა მომიხდა, რომელიც იმედია, წარსულში დარჩა. გამოცხადებული ნდობისთვის "ვალენსიას" მადლიერი ვარ. ახლა ყველაფერი თავიდან უნდა დავიწყო.
ბევრს ვმუშაობ, რათა ძველი ფორმა რაც შეიძლება მალე დავიბრუნო და ძირითად შემადგენლობაში დავმკვიდრდე", - განაცხადა ბანეგამ.