დროა, ლა ლიგის სტატისტიკურ მონაცემებს გავეცნოთ, მით უფრო, რომ ჩემპიონატის თითქმის მეხუთედი გაილია და 20 ოქტომბრამდე არც ერთი მატჩი არ გაიმართება.
გოლები
* 70 შეხვედრაში გავიდა 195 გოლი. მატჩში საშუალოდ 2,79 გოლი, 6 ავტოგოლია. ფორვარდების ანგარიშზე გოლების 61%-ია, ნახევარმცველების - 31%, მცველების - 8%.
* ყველაზე მეტ, 21 თამაშში გავიდა 2 გოლი. შემდეგ მოდის 3 გოლი - 16 თამაშში და 1 გოლი - 14-ში. უგოლოდ მხოლოდ ორი შეხვედრა დასრულდა. ყველაზე
* ყველაზე მეტი გოლი გაიტანა "ბარსელონამ" - 19, შემდეგ მოდიან "ატლეტიკო" - 18 და "რეალი" - 14. მხოლოდ 5 გოლი გაიტანა "სარაგოსამ".
* ყველაზე მეტი პენალტი გაიტანა "ატლეტიკომ" - 4, "რეალმა" - 3.
* სულ ორი გოლი გავიდა საჯარიმო დარტყმით, თითო "ბარსელონამ" და "რაიო ვალეკანომ" გაიტანეს.
* თავით ყველაზე მეტი გოლი "ბეტისმა" და "მალიორკამ" გაიტანეს - 4-4.
* "ატლეტიკოს" 8 ფეხბურთელმა გაიტანა, მაშინ, როცა "სარაგოსას" მხოლოდ ორმა ფეხბურთელმა გამოიჩინა თავი.
* ბომბარდირთა დავაში 8-8 გოლით ლიდერობენ რადამელ ფალკაო (ატლეტიკო), ლიონელ მესი (ბარსელონა) და კრიშტიანო რონალდო (რეალი). ფალკაომ 4 გოლი გაიტანა პენალტით, 1 თავურით და 1 საგოლე პასი გააკეთა; რონალდომ 3 გოლი გაიტანა პენალტით, 1 თავურით, საგოლე პასი არ გაუკეთებია; მესიმ 1 გოლი გაიტანა პენალტით, 1 - საჯარიმო დარტყმით, 3 საგოლე პასი გააკეთა.
* ყველაზე მეტი გოლი თავით "მალიორკას" ფორვარდმა ტომერ ჰემედმა გაიტანა - 3.
ყველაზე მეტი საგოლე პასი ბენიატ ეჩებარიამ (ბეტისი) გააკეთა - 4.
* გოლი+პასი სისტემით ლიონელ მესი ლიდერობს 11 ქულით (8 გოლი+3 პასი).
* ჰეთ თრიკი სეზონში მხოლოდ ორმა შეასრულა - კრიშტიანო რონალდომ და რადამელ ფალკაომ.
* 15-მა ფეხბურთელმა შეასრულა დუბლი, მესიმ 4-ჯერ, რონალდომ 2-ჯერ, სხვებმა თითოჯერ.
* "ბარსას" საშუალოდ 2,71 გოლი გააქვს და 1-ს უშვებს. ყველაზე კარგი დაცვა ჰყავს "მალაგას" - 0,57 გოლი თამაშში.
* სეზონის განმავლობაში ყველაზე ცოტა ხანს აგებდა "ატლეტიკო" - 23 წუთი. საოცარია, მაგრამ ფაქტია - ყველაზე ხშირად მეტოქეებს ანგარიშში "ვალენსია" ჩამორჩებოდა - 250 წუთი.
* ყველაზე ხშირად "ატლეტიკო" იგებდა - 318 წუთი, ყველაზე იშვიათად - "სარაგოსა" - 71.
* 7 ტურიდან ყველაზე უხვგოლიანი მე-6 იყო - 35 გოლი. ყველაზე ცოტა გოლი მე-5 და მე-7 ტურებში გავიდა - 22-22.
* ყველაზე მეტჯერ კარი "მშრალად" "მალაგამ" შეინახა - 4-ჯერ.
ბრძოლისუნარიანობა
* თუ პირველ გოლს გაიტანს, "ატლეტიკო" ჯერჯერობით ყოველთვის იგებს - 5 შემთხვევა.
* მხოლოდ ორმა გუნდმა შეძლო მოგება მას მერე, რაც პირველი გოლი გაუშვა ორჯერ - "ბარსელონამ" და "ლევანტემ".
* აი, "ესპანიოლმა" "მოახერხა" და 4-ჯერ დაწინაურებულმა 2-ჯერ წააგო და 2-ჯერ ფრე ითამაშა.
* როცა "ოსასუნა" პირველი უშვებს გოლს (4 შემთხვევა), ყოველთვის აგებს.
ყველაზე მეტი პენალტი ვერ გამოიყენა "სევილიამ" - 2.
დისციპლინა
* ყველაზე მეტი პენალტი დანიშნეს "რაიო ვალეკანოს" კარში - 5. აქედან 2 გააფუჭეს.
პენალტი ჯერ არ დანიშნულა "რეალის", "ბარსელონას", "ატლეტიკოსა" და "გრანადას" კარში.
* ყველაზე მეტჯერ გააძევეს "ესპანიოლისა" და "ბეტისის" ფეხბურთელები 4-4.
* ყველაზე მეტი ყვითელი ბარათი მიიღეს "ესპანიოლის" ფეხბურთელებმა - 30.
* ყველაზე ცოტა ყვითელი ბარათი მიიღეს "ბარსელონას" ფეხბურთელებმა - 12.
* "ტერმინატორთა" კლასში ლიდერობენ: კასადო (ვალეკანო) და ვაკასო (ესპანიოლი) - თითო გაძევება და 4-4 გაფრთხილება.
* საოცარია, მაგრამ ყველაზე მეტად "სარაგოსას" ეუხეშებიან - 3 გაძევება, 25 გაფრთხილება. ყველაზე კორექტულად ეთამაშებიან "რაიო ვალეკანოს" - 13 გაფრთხილება.
ტაქტიკა და მაყურებელი
* 140 შემთხვევაში (70 მატჩი) სულ 11 ტაქტიკური სქემა გამოიყენეს.
* ყველაზე გავრცელებულია 4-2-3-1 - 93 შემთხვევა; მერე მოდის - 4-3-3 - 15 შემთხვევა (7 ბარსელონა, 3 სევილია) და 4-4-2 - 10 შემთხვევა.
* "ბარსელონას" საშინაო თამაშებზე საშუალოდ 73 726 ადამიანი დადის. შემდეგ მოდის "რეალი" - 71 666 და "ატლეტიკო" - 43 500
* ყველაზე ცოტა მაყურებელი დადის "რაიო ვალეკანოს" საშინაო თამაშებზე - საშუალოდ 9 140 ადამიანი.
* სეზონის რეკორდი "ბარსელონა"-"რეალის" მატჩში დამყარდა - 95 ათასი მაყურებელი.
* ყველაზე ცოტა მაყურებელი ჰყავდა "რაიო ვალეკანო"-"გრანადას" - 7 315 ადამიანი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
რა თქმა უნდა რეალს ანუ კრიშტიანო მარიაჟს.
ციფრები მეტყველბს რომ ბარსა ყველაზე ნაკლებ უხეშად თამაშობს.