როხოს 500 ბანკი ჰქონდა გაძარცვული და 15 წელი დამნაშავეთა სამყაროში "მოღვაწეობდა". 1997 წელს მან გამოსწორება გადაწყვიტა და ფეხბურთში დასაქმდა. 2006 წელს ის "ბარსელონას" მცველად დაიქირავეს, როდესაც კატალონიურ გუნდს ფრანკ რაიკარდი წვრთნიდა.
როხოს მოვალეობაში ფეხბურთელების სახლებში დარიგებაც შედიოდა, როდესაც ისინი ღამის კლუბებში თვრებოდნენ და საჭესთან დაჯდომას ვერ ახერხებდნენ.
"ერთხელ ვარჯიშის შემდეგ მესის წაყვანა დამავალეს. ის თავმდაბალი, მორცხვი ყმაწვილი იყო. სადილობისას ჩემს ისტორიებს
თავად თითქმის არ მელაპარაკებოდა, უბრალოდ, სათქმელი არაფერი ჰქონდა. მის ცხოვრებაში მხოლოდ ვარჯიშები და მატჩები არსებობდა. კლუბი გოგონებთან გასეირნების უფლებასაც კი არ აძლევდა.
ის მხოლოდ ახლა იწყებს გაცნობიერებას, თუ რა არის ნამდვილი ცხოვრება", - ამბობს როხო.
როხო "ბარსელონაში" უკვე ორი წელია, აღარ მუშაობს. ის ჰყვება, რომ გასულ წელს გუნდის მატჩს ესწრებოდა, რის შემდეგაც მესისთან ერთად ისადილა და არგენტინელმა შინ მანქანით მიიყვანა.
მომზადებულია La Gazzetta dello Sport-ის მიხედვით