მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანი ესპანური კლუბის ყიდვას აპირებს
AutoSharing Option
კარლოს სლიმი, რომელიც "ფორბსის" მონაცემებით 2010, 2011 და 2012 წლების ყველაზე მდიდარი ადამიანია, ლა ლიგის ერთ-ერთ კლუბში ინვესტიციების ჩადებას აპირებს.
პრესის ცნობით, ეს კლუბი უბრალოდ კი არ განვითარდება, არამედ ჩემპიონობისთვის იბრძოლებს.
სავარაუდოდ კი, საუბარია მადრიდის "ატლეტიკოზე", რომლის შესაძლო გაყიდვაზე საუბრები ჯერ კიდევ გასულ წელს დაიწყო. მომზადებულია Marca-ს მიხედვით