ესპანეთის წლის საუკეთესო ფეხბურთელის გამოსავლენ "დიარიო ას"-ის გამოკითხვაში ყველას "ატლეტიკოს" ფორვარდმა რადამელ ფალკაომ გაასწრო.
კოლუმბიელმა 11 970 ხმა მიიღო. მეორე ადგილზე ლეო მესია - 10 400 ხმა, მესამეზე კი კრიშტიანო რონალდო - 4 310 ხმა. აღსანიშნავია, რომ ესპანელ ფეხბურთელებში ყველაზე მეტი ხმა იკერ კასილიასმა მიიღო - 2 250.