"როცა "ბარსელონაში" ვთამაშობდი, მესი ჯერ კიდევ ბავშვი იყო, მაგრამ მაშინაც კარგი ფეხბურთელი იყო. ვერავინ იტყოდა, რომ მესი ასეთ სიმაღლეებს მიაღწევდა.
მესი ნამდვილი ფენომენია და მან დაიმსახურა ყველა ის ტიტული, რომელიც უკვე მოიგო.
თუმცა გუნდის სული, ჩემი აზრით, ჩავია. ის არასდროს ცდება გადაცემებში. ჩავი ძალიან მნიშვნელოვან პოზიციაზე თამაშობს და "ბარსელონას" წარმატების მთავარი საიდუმლოა", - თქვა ლარსონმა.
მომზადებულია Goal.com-ის მიხედვით