საამისოდ კი ესპანეთის ჩემპიონატის მიმდინარე სტატისტიკას ჩავუკირკიტდებით.
მთავარი სიახლე: ორის ნაცვლად სამი
პირველ რიგში იმაზე, რაც ხელისგულზეა: ტიტო ვილანოვამ ხოსე გვარდიოლასგან ესტაფეტა შესანიშნავად გადაიბარა.
ტიტოს გუნდს ისეთი სტარტი ჰქონდა ჩემპიონატში, როგორიც არასოდეს "ბარსელონას" ისტორიაში - 11-დან 10 გამარჯვება და მხოლოდ "სამეფო კლუბმა" შეძლო მისთვის ქულების წართმევა, თანაც ეს "კამპ ნოუზე" მოახერხა.
თავის მხრივ, "რეალს" ვერ გამოუვიდა კარგი სტარტი - 11-დან 7 გამარჯვება ამის დასტურია და, რა თქმა უნდა,
ჩემპიონატმა ერთი სერიოზული სიახლე შემოგვთავაზა - ორ გრანდს შორის მესამემ გაბედა ბრძოლის მიღება - დიეგო სიმეონეს "ატლეტიკოს" 9 გამარჯვება დაუგროვდა და რომ არა დასანანი მარცხი "მესტალიაზე", გუნდს იმდენივე ქულა ექნებოდა, რამდენიც ლიდერ "ბარსელონას".
აქვე შევჩერდებით - ჩვენი პატივისცემის მიუხედავად, მე-4-ეადგილოსანი "ბეტისი" (19 ქულა) და მე-5-ეადგილოსანი "მალაგა" (18) ტიტულისთვის ვერაფრით იბრძოლებენ, მით უფრო, დანარჩენები.
როგორც ხედავთ, "დანარჩენებში" ბოლო დროს მუდმივი მესამეადგილოსანი "ვალენსია" მოხვდა, რომელიც ახლა მე-9 ადგილზეა (!). თუმცა უნდა ითქვას, რომ ცხრილის შუაში დიდი სიმჭიდროვეა - მაგალითად, "ვალენსია" "მალაგას" მხოლოდ 3 ქულით ჩამორჩება.
"ბეტისი" ბოლო ადგილზე მყოფ "ოსასუნას" მხოლოდ 11 ქულით უსწრებს, მაშინ, როცა თავად სევილიური კლუბი ლიდერს 12 ქულით ჩამორჩება.
მოკლედ, ჯერ ის გაირკვა მხოლოდ, რომ მაღალი მიზნისთვის ბრძოლა სამი გუნდის საქმეა, "ბარსას" შესამჩნევი უპირატესობით. როგორც იოჰან კრუიფმა თქვა: "ახლა "ბარსა" თავად თუ წააგებს ტიტულს, თორემ კონკურენტებს უკვე აჯობა".
იცით თუ არა, რომ...
* ლა ლიგაში თამაშში საშუალოდ 2,94 გოლი გადის.
* ჩემპიონატში უკვე 7 ავტოგოლი გავიდა.
* სეზონის დაწყებიდან სულ 3 ჰეთ თრიკი დაფიქსირდა. თითოჯერ თავი ლიონელ მესიმ ("დეპორტივო"-"ბარსელონა" 4:5), კრიშტიანო რონალდომ ("რეალი"-"დეპორტივო" 5:1) და რადამელ ფალკაომ ("ატლეტიკო"-"ბილბაო" 4:0) გამოიჩინეს.
* დუბლი ყველაზე მეტჯერ მესიმ შეასრულა - 6-ჯერ. შემდეგ მოდიან რონალდო და არიც ადურისი - 3-3-ჯერ. კიდევ 22-მა ფეხბურთელმა თითოჯერ მოახერხა დუბლის შესრულება.
* ყველაზე მეტი გოლი "ბარსელონას" გააქვს - საშუალოდ 3,27 მატჩში. შემდეგ მოდის "რეალი" - 2,45 და "ატლეტიკო" - 2,18. ყველაზე მეტად გოლის გატანა "გრანადას" და "ოსასუნას" უჭირთ - საშუალოდ 1-1.
* საუკეთესო დაცვა "რეალს" ჰყავს - 0,73 მიღებული ბურთი თამაშში, შემდეგ მოდის "მალაგა" - 0,82 და "ატლეტიკო" - 1. "რაიო ვალეკანოსა" და "დეპორტივოს" კი სერიოზული პრობლემები აქვთ დაცვაში - საშუალოდ 2,27 გოლი.
* აღსანიშნავია, რომ ლიდერ "ბარსას" 6 გუნდზე უარესი დაცვის ხაზი აქვს.
* ყველაზე მალე ანგარიშს "რეალი" ხსნის - ამისთვის მადრიდელებს საშუალოდ 25 წუთი ჰყოფნით, "ბარსელონას" კი 34 წუთი ესაჭიროება. ყველაზე მეტად პირველი გოლის გატანა "გრანადას" ეძნელება - საშუალოდ, 63-ე წუთზე.
* "რაიო ვალეკანო" საშუალოდ უკვე 28-ე წუთზე უშვებს გოლს. ამ მხრივ გაუვალი "რეალია" - საშუალოდ მე-60 წუთი.
* ყველაზე ცოტა ხანს ამ სეზონში "ატლეტიკო" აგებდა - სულ რაღაც 98 წუთის განმავლობაში. ყველაზე მეტი ხნის განმავლობაში "ვალენსია" აგებდა - 396 წუთი.
* ყველაზე დიდი ხანი წინ "რეალი" იყო - 537 წუთი, ცოტა ხანი კი "ესპანიოლი" - 138.
* ყველაზე უხვგოლიანი მე-11 ტური იყო - 38 გოლი, ყველაზე ნაკლები გოლი მე-5 და მე-7 ტურებში გავიდა - 22-22.
* ყველაზე მეტჯერ კარი მშრალად "რეალმა", "მალაგამ" და "ბეტისმა" შეინახეს - 5-5-ჯერ.
* "ატლეტიკომ" და "ბარსელონამ" 8-8-ჯერ შეძლეს ანგარიშის გახსნა და ყველა შემთხვევაში თამაში მოიგეს. ყველაზე ხშირად ანგარიშის შენარჩუნება უჭირს "სელტას" - 6-ჯერ დაწინაურდა და მხოლოდ 2-ჯერ შეინარჩუნა გამარჯვება.
* გოლის გაშვების შემდეგ 2-2-ჯერ შეძლეს მოგება "ლევანტემ", "ბარსელონამ" და "სარაგოსამ".
* ერთადერთი გუნდი, რომელიც ასეთ სიტუაციაში არ დამარცხებულა, "ბარსაა" (ლიდერი საერთოდ არ დამარცხებულა) - 3-ჯერ დაწინაურდა კატალონიელთა მეტოქე, ორჯერ ბარსამ მოიგო, ერთხელ კი ფრეს დასჯერდა.
* ყველაზე მეტი გოლი პენალტით "რეალმა" და "ატლეტიკომ" გაიტანეს - 4-4. პენალტით გოლი მხოლოდ "ბეტისს" არ გაუტანია.
* საჯარიმო დარტყმით სულ 6 გოლი გავიდა, აქედან ორი "ბარსაზე" მოდის (მესი და ჩავი).
* თავურით ყველაზე მეტი გოლი "სარაგოსამ" გაიტანა - 5. "ლევანტეს" ჯერ თავით გოლი არ გაუტანია.
* "ატლეტიკოს" 10-მა ფეხბურთელმა გამოიჩინა თავი გოლით. "გრანადას" და "მალიორკას" მხოლოდ 5-5-მა ფეხბურთელმა გაიტანეს.
* თავით გატანილ გოლებში ტომერ ჰემედი (მალიორკა) და ელდერ პოშტიგა (სარაგოსა) ლიდერობენ - 3-3.
* ყველაზე მეტი პენალტი - 2 - "სევილიამ" გააფუჭა.
* ყველაზე ხშირად პენალტს "რაიო ვალეკანოს" კარში ნიშნავენ - 5-ჯერ (3 გოლი).
* სამი გუნდის კარში პენალტი არ დაუნიშნავთ. ესენია: "რეალი", "ატლეტიკო" და "მალაგა".
* "ტერმინატორი" - ეს წოდება "სელტას" არგენტინელ მცველ გუსტავო კაბრალს შეეფერება - 2 გაძევება და 5 გაფრთხილება.
* "სარაგოსას" წინააღმდეგ 5 ფეხბურთელი გააძევეს.
* "ატლეტიკოს" წინააღმდეგ 42 ყვითელი ბარათი დაარიგეს.
* ლა ლიგაში უკვე 29 არგენტინელმა, 25-მა პორტუგალიელმა და 21-მა ბრაზილიელმა ითამაშა.
* ყველაზე ხშირად გამოიყენეს 4-2-3-1 ტაქტიკური სქემა - 158-ჯერ. 22-ჯერ 4-3-3 გამოიყენეს, 4-4-2 კი - 12-ჯერ.
* "ბარსელონას" საშინაო თამაშებს საშუალოდ 75 577 ადამიანი ესწრება, "რეალისას" - 70 445. მესამე ადგილზეა "ატლეტიკოს" დასწრება - 43 666.
* ყველაზე ცოტა ხალხი დადის "ხეტაფეს" საშინაო თამაშებზე - 9 500 საშუალოდ.
* ყველაზე მეტი მაყურებელი დაესწრო "ბარსელონა"-"რეალის" თამაშს - 95 ათასი.
* ყველაზე ცოტა მაყურებელი დაესწრო "ხეტაფე"-"ბეტისს" - 7 ათასი.
* ყველაზე მეტი ფეხბურთელი "ბეტისის" მწვრთნელმა პეპე მელმა გამოიყენა - 26.
* ყველაზე მეტი უცხოელი გამოიყვანეს "რეალმა" და "ვალენსიამ".
* ყველაზე ახალგაზრდული გუნდები ბასკებს ჰყავთ, "ბილბაოს" და "რეალ სოსიედადს" - 24,8 წ. საშუალოდ.
* ყველაზე ასაკოვანია "ლევანტე" - 28,3.
ინდივიდუალური სტატისტიკა
გოლები
გ. ფეხბ. კლუბი
15 ლიონელ მესი ბარსელონა
12 კრიშტიანო რონალდო რეალი
10 რადამელ ფალკაო ატლეტიკო
8 არიც ადურისი ბილბაო
7 გონსალო იგუაინი რეალი
7 ალვარო ნეგრედო სევილია
6 ტომერ ჰემედი მალიორკა
6 ელდერ პოშტიგა სარაგოსა
საგოლე პასები
პ. ფეხბ. კლუბი
8 სესკ ფაბრეგასი ბარსელონა
5 ვიქტორ როდრიგესი სარაგოსა
4 ლიონელ მესი ბარსელონა
4 ბენიატ ეჩებარია ბეტისი
4 პედრო როდრიგესი ბარსელონა
4 ალეხანდრო დომინგესი ვალეკანო
გოლი+პასი
გ-პ ფეხბ. კლუბი
19 ლიონელ მესი ბარსელონა
13 კრიშტიანო რონალდო რეალი
11 რადამელ ფალკაო ატლეტიკო
11 სესკ ფაბრეგასი ბარსელონა
10 არიც ადურისი ბილბაო
9 გონსალო იგუაინი რეალი
დარტყმა
დ. ფეხბ. კლუბი
74 კრიშტიანო რონალდო რეალი
60 ლიონელ მესი ბარსელონა
44 ელდერ პოშტიგა სარაგოსა
43 ალვარო ნეგრედო სევილია
41 იაგო ასპასი სელტა
36 რადამელ ფალკაო ატლეტიკო
ჩაჭრები
ჩ ფეხბ. კლუბი
173 ემირ სპაჰიჩი სევილია
134 კარლოს მარჩენა დეპორტივო
124 დიეგო გოდინი ატლეტიკო
112 მარტინ დემიკელისი მალაგა
წუთები
წ. ფეხბ. კლუბი
1046 ხესუს ნავასი სევილია
1046 ხავი ფუეგო ვალეკანო
1046 ფერნანდო ნავარო სევილია
1045 ტონიო გრანადა
1045 მიგელ მოია ხეტაფე
1045 მიგელ ტორესი ხეტაფე
1044 გუსტავო მუნუა ლევანტე
ჯარიმა
ჯ. ფეხბ. კლუბი
37 ელდერ პოშტიგა სარაგოსა
32 სამუელ ლონგო ესპანიოლი
31 ირინეი გრანადა
29 გაბი ატლეტიკო
25 ვიქტორ სანჩესი ესპანიოლი
ჯარიმა (მათზე)
ჯ. ფეხბ. კლუბი
32 იაგო ასპასი სელტა
30 ლიონელ მესი ბარსელონა
26 ბრუნო გამა დეპორტივო
24 ვაკასო მუბარაკი ესპანიოლი
24 ელიზეუ მალაგა
24 კრიშტიანო რონალდო რეალი
24 ხესუს ნავასი სევილია
გუნდური სტატისტიკა
გაფრთხილება
45 ესპანიოლი
45 ვალეკანო
40 ვალენსია
38 ბილბაო
37 ლევანტე
გაძევება
5 ესპანიოლი
4 ვალენსია
4 ოსასუნა
4 ბეტისი
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
დიდი მადლობა...