კრიშტიანო რონალდოს მადრიდის "რეალზე" გული აუცრუვდა

AutoSharing Option
პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი კრიშტიანო რონალდო მადრიდის "რეალიდან" წასვლასთან უფრო ახლოსაა, ვიდრე კონტრაქტის გახანგრძლივებასთან.

AS-ის ცნობით, ის პრობლემები, რაც ფეხბურთელს ადრე ჰქონდა, არსად გამქრალა.

შეგახსენებთ, რომ სეზონის დაწყების წინ რონალდომ განაცხადა, რომ "რეალში" თავს ბედნიერად არ გრძნობს და ახლო მომავალში შესაძლოა ესპანეთის ჩემპიონატი დატოვოს.

მიუხედავად იმისა, რომ პორტუგალიელი გულშემატკივართა მხრიდან მხარდაჭერას გრძნობს, "სამეფო კლუბის" ხელმძღვანელობის საქციელი კრიშტიანოს გულზე არ ეხატება.

"ლევანტესთან" მატჩმა კი სიტუაცია უფრო გაამძაფრა - რონალდო შესვენების დროს შეცვალეს, დავიდ ნავაროს მხრიდან უხეში თამაშის შემდეგ.

ხოლო იმ ფაქტმა, რომ "რეალი"
პეპეს გამოექომაგა მატჩის შემდეგ მომხდარ კონფლიქტზე და რონალდო რომ არავის გახსენებია, პორტუგალიელი კიდევ უფრო გაანაწყენა.

ასეთი სიტუაცია კი რონალდოზე უფრო მეტად მოქმედებს იმის ფონზე, როცა "ბარსელონას" საკუთარ ლიდერი ლიონელ მესი მუდამ ყურადღების არეალში ჰყავს.

ვრცელდება ცნობები, რომ რონალდოს პრემიერლიგაში სურს დაბრუნება, კონკრეტულად კი "მანჩესტერ იუნაიტედში", სადაც მას ალექს ფერგიუსონის ხელმძღვანელობით სურს კარიერის დასრულება.

"ის ჩემთვის ფეხბურთში მამასავითაა. სერ ალექსმა ბევრი რამე მასწავლა, მასთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს", - თქვა პორტუგალიელმა CNN-თან ინტერვიუში.

მომზადებულია Football Espana-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული