"სამწუხაროდ, ორი ნაბიჯი უკან გადავდგით. ეს სერიოზული დარტყმა იყო ჩვენი ამბიციებისთვის. გამოსავალს მხოლოდ ერთ რამეში ვხედავ - უნდა შევეცადოთ მომავალში ქულები დავაგროვოთ.
მესმის, რომ ყველა შეწუხებულია ჩვენი ადგილით სატურნირო ცხრილში, მაგრამ მომავალზე უნდა ვიფიქროთ.
წინ "ატლეტიკოსთან" შეხვედრა გვაქვს. ამიტომ კარგად უნდა მოვემზადოთ მატჩისთვის და გავიმარჯვოთ", - თქვა კასილიასმა.