ტიტო ვილანოვა დავიდ ვილიას აქებს

AutoSharing Option
"ბარსელონას" თავკაცმა ტიტო ვილანოვამ დავიდ ვილიას თამაშზე ისაუბრა, რომელმაც ესპანეთის თასზე "ალავესთან" (3:1) მატჩში მოედანზე 90 წუთი გაატარა.

"ვფიქრობ, დავიდმა კარგად ითამაშა. მან ორი გოლი გაიტანა და მოედანზე ბოლომდე იყო. ვხედავ, რომ ის ნელ-ნელა ჩვეულ ფორმას უბრუნდება.

ვილიას რთული ტრავმა ჰქონდა, ამიტომ მას ექიმებთან ბევრი მუშაობა უწევდა. გოლები მას დაეხ
მარება. დავიდს თამაშის საშუალებას აუცილებლად მივცემთ", - თქვა ვილანოვამ.

შეგახსენებთ, რომ ვილიამ "ალავესთან" შეხვედრაში დუბლი შეასრულა.

მომზადებულია Football Espana-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული