რჩება მხოლოდ დერბი
დიეგო სიმეონემ იოლად მოიცილა აუცილებელი ფორმალობა - საპასუხო მატჩი თასზე დაბალი რანგის გუნდთან, რომელთანაც სტუმრად 3:0 ჰქონდა მოგებული, გამოიყვანა ექსპერიმენტული შემადგენლობა, 1:0 მოიგო და ახლა საფიქრალი მხოლოდ მადრიდული დერბია, ლა ლიგის მომავალი ტურის მთავარი მატჩი.
ერთადერთი გოლი რაულ გარსიამ გაიტანა ან
"ატლეტიკოს" მეტოქე მერვედფინალში კიდევ ერთი მადრიდული კლუბი, "ხეტაფეა".
მოსაწყენი თამაში
"ვალენსიას" სტუმრად 2:0 ჰქონდა მოგებული და მოკრძალებული კატალონიური გუნდი "ლიაგოსტერა" არც საპასუხო შეხვედრაში გამოდგა ღირსეული მეტოქე. გოლები ადილ რამიმ, ნელსონ ვალდესმა და ხუან ბერნატმა გაიტანეს, სტუმართა ერთადერთი გოლი კი ნიკოს ანგარიშზეა.
პრინციპში, ამ მოსაწყენ თამაშში ფრანგი მცველის ლამაზ გოლს თუ გამოვარჩევთ, "ვალენსიას" შემდეგი მეტოქე "ოსასუნაა".
როხერის გაბრწყინება
მიუხედავად იმისა, რომ პირველი მატჩი "მელილიას" მოგებული ჰქონდა (1:0), ხუან იგნასიო მარტინესმა მაინც მიმართა ექსპერიმენტებს შემადგენლობაში. და როცა ჩოტამ 27-ე წუთზე გაათანაბრა, ვალენსიურ კლუბს სერიოზულად დაემუქრა გავარდნა.
მხოლოდ მეორე ტაიმში როხერის და მიჩელის მოწადინებით "ლევანტემ" მატჩის ჩარხი სათავისოდ შემოატრიალა და დიდი ანგარიშით იმარჯვა - 4:1.
მატჩის შემდეგ მწვრთნელმა განსაკუთრებით გამოყო შეცვლაზე შესული როხერი. მის ანგარიშზე გოლი, მოპოვებული პენალტი და გაძევებული მეტოქეა.
უმოტივაციო
"ხეტაფემ" ჯერ კიდევ პირველ მატჩში მოამთავრა საქმე, როცა სეგუნდა დივიზიონის გუნდი მისსავე მოედანზე 4:0 გაანადგურა. საპასუხო მატჩს მნიშვნელობა არ ჰქონდა და უგოლოდ დასრულდა.
წარმოიდგინეთ, ლა ლიგის გუნდის შეხვედრას, მისსავე მოედანზე 2 ათასამდე მაყურებელი ძლივს დაესწრო. "ხეტაფე" ამ შეხვედრასაც თავისუფლად მოიგებდა, "ლოს ასულონესის" შემტევებს ბევრი მომენტი რომ არ გაენიავებინათ.
ესპანიოლი შველას ითხოვს
ძალიან მძიმე მემკვიდრეობა დატოვა მაურისიო პოჩეტინომ "ესპანიოლში". გუნდი ნაწილებად დაშლილია, ფაქტობრივად.
ამ ახალგაზრდა სპეციალისტმა ვერაფრით გაამართლა კატალონიურ გუნდში. "ესპანიოლი" სევილიაში 1:3 მარცხის მიუხედავად ინარჩუნებდა შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსებს, მაგრამ შინ 0:3 წააგო.
ხავიერ აგირე არ ყოფილა "კორნელია ელ პრატზე", მექსიკელ თავკაცს დებიუტი ამ უქმეებზე ექნება. ორრაუნდიანი დაპირისპირების ბედი 25-ე წუთზე გადაწყდა, როცა კლოს გომესმა მასპინძელთა კარში პენალტი დანიშნა და ხავი ლოპესი გააძევა. ამის მერე ნირწამხდარი "ესპანიოლი" თამაშს რომ ვერ შემოატრიალებდა, ცხადი იყო.
მესის გარეშე
როცა მე-17 წუთზე ბორხა ვიგერამ "კამპ ნოუზე" ანგარიში გახსნა, "ალავესის" ფანებს იმედი ჩაესახა, რომელსაც, რა თქმა უნდა, ასრულება არ ეწერა - "ბარსელონამ" ორი მატჩის ჯამში 6:1 მოიგო.
ტიტო ვილანოვამ ძირითადი შემადგენლობა თითქმის მთლიანად დაასვენა. არ ათამაშა არც ლეო მესი, რომელსაც შეეძლო ამ მატჩში გერდ მიულერის რეკორდამდე მისვლა (სულ სამი გოლი აკლია).
დავიდ ვილიამ დუბლი შეასრულა და ახლა ამ გოლეადორის პროფესიულ კარიერაში 301 გოლია.
ატლეტიკო-ხაენი 1:0 (3:0)
გოლი: 1:0 რ. გარსია (15)
ატლეტიკო (4-2-3-1): ს. ასენხო - სილვიო, კატა დიასი, პულიდო, სისმა - ტიაგო, ემრე - მანკილიო (63. ოლივერ ტორესი), რ. გარსია, კ. როდრიგესი (85. საული) - ადრიან ლოპესი.
ხაენი (4-2-3-1): მანუ - გაიტანი, ნინო, სერვანდო (63. ბოლანიოსი), ადრი - ხუანმა (81. ვიდალი), კესადა - ხერესი, მაჩადო (77. მარიანო), მარტოსი - კასკონი.
ვალენსია-ლიაგოსტერა 3:1 (2:0)
გოლები: 1:0 რამი (15), 2:0 ვალდესი (57), 3:0 ბერნატი (78), 3:1 ნიკო (83)
ვალენსია (4-2-3-1): გუაიტა - ბარაგანი, რამი, ვ. რუისი, ს. რუისი - პარეხო, ალბელდა - პიატი (70. ბანეგა), ჟონასი (58. ბერნატი), ვიერა - ვალდესი (61. სოლდადო).
ლიაგოსტერა (4-2-3-1): მორაგონი (46. ვილფრედი) - ბლანშარი, სეგარა, ხ. გონსალესი, კანალი - არტაბე, მასო - ხოაკი (61. აუმატელი), პიტუ (46. გრანელი), მორენო - ნიკო.
ლევანტე-მელილია 4:1 (0:1)
გოლები: 1:0 ნიკოსი (25), 1:1 ჩოტა (27), 2:1 როხერი (62), 3:1 მიჩელი (76), 4:1 იბორა (85-პენ)
ლევანტე (4-4-2): ნავასი - პ. ლოპესი, ვოლტა, როდასი (56. იბორა), ნიკოსი - პალიარდო, მიჩელი, სერანო (60. როხერი), რიოსი (14. ელ-ჟარი) - რუბენი, ანხელი.
მელილია (4-4-2): დორონსორო - მანანი, ფრაგოსო, სერხიო, სანჩესი - ტიენსა, კიკე (77. ასნარი), ხაირო, დიასი (70. დომენეკი) - ველასკო (66. ამარიტო), ჩოტა.
გაძევება: სანჩესი (85), მიჩელი (87)
ხეტაფე-პონფერადინა 0:0 (4:0)
ხეტაფე (4-2-3-1): კოდინა - უგო (72. ლაფიტა), ბორხა, მ. ტორესი, მანე (46. აბრაამი) - ლასენი, მიჩელი - დ. კასტრო, სარაბია, გავილანი (62. ალკასერი) - კოლუნგა.
პონფერადინა (4-2-3-1): ორლანდო - ბარო (63. ადანი), სამუელი, რობუსტე, სერხიო - ისაიაში (63. რუისი), როსარიო - მორენო, დიდაკი (72. მატეო), ანდერი - ვერა.
ესპანიოლი-სევილია 0:3 (1:3)
გოლები: 0:1 პეროტი (26-პენ), 0:2 რაკიტიჩი (45), 0:3 ბ. დიავარა (49)
ესპანიოლი (4-2-3-1): კასილია - ხ. ლოპესი, რ. როდრიგესი, მორენო, ვ. ალვარესი - ფორლინი, ვაკასო (30. ვ. სანჩესი) - ალბინი (46. ალფონსო), ვერდიუ, რუი ფონტე (75. სტუანი) - ლონგო.
სევილია (4-2-3-1): დ. ლოპესი - კოკე, ბოტია (46. კალა), ფასიო, ფ. ნავარო - მადურო, მედელი - ხესუს ნავასი, რაკიტიჩი (55. კონდობია), პეროტი (59. ერვასი) - ბ. დიავარა.
გაძევება: ხ. ლოპესი (24)
ბარსელონა-ალავესი 3:1 (3:0)
გოლები: 0:1 ვიგერა (17), 1:1 ადრიანო (35), 2:1 ვილია (55), 3:1 ვილია (58)
ბარსელონა (4-3-3): პინტო - მონტოია, პუიოლი (79. ფაბრეგასი), მასკერანო, ადრიანო (72. პლანიასი) - ჯონათან დოს სანტოსი (67. დეულოფეუ), სონგი, ს. რობერტო - ტელიო, ტ. ალკანტარა, ვილია.
ალავესი (5-4-1): ერერა - რუბიო, აგუსტინი, ლუსიანო, ერნანდესი, მ. გარსია - ლუისმი (66. გუსმანი), მიკი, დელგადო, ხ. გარსია (81. ლიამასი) - ვიგერა (66. ასიერი).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"