შეგახსენებთ, რომ პორტუგალიელი სპეციალისტი წლის მწვრთნელის ნომინაციაზეა წარდგენილი. მოურინიოს კონკურენტები ამ კონკურსში ესპანეთის ნაკრების თავკაცი ვისენტე დელ ბოსკე და "ბარსელონას" ყოფილი მთავარი მწვრთნელი ხოსეპ გვარდიოლაა.
"არ მაქვს იმის დრო, რომ ჯილდოებზე ვიფიქრო. ეს კითხვა უფრო გვარდიოლასთვის არის, რომელიც შვებულებაშია ან ვისენტე დელ ბოსკესთვის, რომელსაც სამ თვეში ერთხელ აქვს მატჩი ჩასატარებელი.
მე კი კვირაში სამი მატჩი წინ მაქვს, ამიტომ ჯილდოზე ფიქრ
ახლა, მხოლოდ ის მინდა, რომ გულშემატკივრებმა "ატლეტიკოსთან" შეხვედრაში გვიქომაგონ. ამით ისინი გამარჯვების მიღწევაში დაგვეხმარებიან. თუ სტვენა უნდათ, ეს მათი ნებაა. ფეხბურთში დიდი ხანია ვარ, ამიტომ ეს ჩემზე არ მოქმედებს.
"ატლეტიკო" ახლა ძალიან კარგ ფორმაშია. გუნდი ჩემპიონთა ლიგის ზონაშია, მაგრამ ჩვენ მაინც გამარჯვებას ვაპირებთ. ვფიქრობ, რომ იმედგაცრუებული არავინ დარჩება", - თქვა მოურინიომ.
მომზადებულია Football Espana-ს მიხედვით