ფერნანდო ლორენტე: ივნისში მივდივარ

AutoSharing Option
ბილბაოს "ატლეტიკის" 27 წლის ფორვარდმა ფერნანდო ლორენტემ, როგორც იქნა, თქვა, რას აპირებს უახლოეს მომავალში.

"მეფე ლომს", როგორც ბასკეთში ლორენტეს ეძახიან, 2013 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს ხელშეკრულება "ბილბაოსთან".

ფერნანდო აცხადებს, რომ მეორე დღესვე მისი ფეხი არ იქნება "ბილბაოში".

"მივდივარ, რადგან კარიერაში სხვა ხილიც გავსინჯო, სხვა გამოწვევებსაც შევეჭიდო. საქმე ფულში არაა, რადგან კონტრაქტის განსაახლებლად ძალიან მაგარი პირობები შემომთავაზეს, მაგრამ ვიუარე", - განაცხადა ლორენტემ, რომელიც, სავარაუდოდ, "იუვენტუსში" გადავა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული