"აი, ეს არის ჩვენი გუნდი ეხლა და ეს იქნება სეზონის დასასრულამდე"- ციტირებს მოურინიოს კლუბის ვებგვერდი. "ესენი არიან ფეხბურთელები, რომელთაც ვენდობით. მადრიდის "რეალმა" წინა წლებში და გასულ ზაფხულს ბევრი ფული დახარჯა. ჩვენ არ ვართ იდეალური გუნდი იმიტომ, რომ ასეთი გუნდი არ არსებობს".
"ჩვენ იმ ფეხბურთელებისგან შემდგარი ოპტიმალური გუნდი გვყავს და მე მათ ვენდობი. ასე რომ, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს ახალი ფეხბურთელის შეძენა არ მჭირდება "- აცხადებს პორტუგალიელი
ესპანური მედია კი წერს, რომ მოურინიოს ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ახალი ცენტრფორვარდი დასჭირდება, მიუხედავად იმისა, რომ მის განკარგულებაში გონსალო იგუაენი და ქარიმ ბენზემა იმყოფებიან.
გიორგი კუცია