ის ერთი გამონაკლისი კი "ეიბარი"-"მალაგაა", რომელიც 19 დეკემბერს გაიმართება. შეგახსენებთ, რომ ბასკური ეიბარი წინა ეტაპის გმირია - მესამე რანგის გუნდმა გათამაშებიდან ბილბაოს "ატლეტიკი" გამოთიშა. ხუთშაბათის მატჩებმა კი ორ წყვილში ფავორიტები გაარკვია.
მკვდარი მატჩი გენიალური გოლით
ვალენსიურ დაპირისპირებაში მწვრთნელებმა თამამ ექსპერიმენტებს მიმართეს. მათ ვერც გაამტყუნებ - "ლევანტე" ევროთასებისთვის მებრძოლი კლუბია, "სარაგოსამაც" მნიშვნელოვნად გამოისწორა მდგომარეობა და ტემპის დაკარგვა არ სურს.
შერეული შემადგენლობებით კი თანაბარი თამაშის ბედი ბოლო წუთმა
ხუან იგნასიო მარტინესი (ლევანტე): "არანდას გოლმა, რომელიც გენიალური იყო, მატჩის ბედი გადაწყვიტა და ჩვენც გაგვირთულა სიტუაცია".
მანოლო ხიმენესი (სარაგოსა): "ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ არა გადამწყვეტი გამარჯვება მოვიპოვეთ. საპასუხო მატჩი რთული იქნება, "ლევანტე" კონტრშეტევებზე კარგად თამაშობს".
სევილიელთა კანარული ოდისეა
"ბეტისის" კრუიზი კანარის კუნძულებზე არ გამოდგა უშედეგო - 1:1 ფრის შემდეგ სევილიური კლუბი სეგუნდა დივიზიონელთან დაპირისპირებაში აშკარა ფავორიტია.
ანგარიში შეცვლაზე შესულმა რუბენ კასტრომ გახსნა, რომელმაც "ლას პალმასს" ბოლო 7 დაპირისპირებაში მეექვსე გოლი გაუტანა. ამის შემდეგ კანარელებმა შეუტიეს და დამსახურებული გოლიც გაიტანეს, რომლის ავტორი შეცვლაზე შესული 22 წლის ნიგერიელი მაკოლი ქრისანტუსია.
სერხიო ლობერა (ლას პალმასი): "გაშვებული ბურთის შემდეგ არ გავტყდით და ბოლომდე ვიბრძოლეთ. ჩემი აზრით, მოგებას მეტოქეზე მეტადაც ვიმსახურებდით".
პეპე მელი (ბეტისი): "არ ვარ კმაყოფილი გუნდის თამაშით. "ლას პალმასი" კარგი გუნდია, მეტოქეს 4-5 საშიში ფეხბურთელი ჰყავს, ფრთხილად უნდა ვიყოთ საპასუხო მატჩში".
* * *
ლევანტე-სარაგოსა 0:1
გოლი: 0:1არანდა (90)
ლევანტე (4-2-3-1): კ. ნავასი - ი. ლოპესი (61. ხუანფრანი), როდასი, ვოლტა, კარაბელასი - პალიარდო, იბორა - ელ-ჟარი (61. რუბენ გარსია), როხერი (74. მარტინსი), ხუანლუ - ანხელი.
სარაგოსა (4-2-3-1): ლეო ფრანკო - სეპუნარუ, ლოოვენსი, პინტერი, პარედესი - ხოსე მარი (49. აპონიო), მოვილია - ალამო (78. ბაბოვიჩი), ე. ორიოლი, ვილჩესი (74. მონტანიესი) - არანდა.
საპასუხო: 9 იანვარს
ლას პალმასი-ბეტისი 1:1
გოლები: 0:1 რ. კასტრო (66), 1:1 ქრისანტუსი (84)
ლას პალმასი (4-2-3-1): ბარბოსა - პინიოლი, დ. გარსია, მურილიო, კორალესი - ალემანი (60. ვ. გომესი), კასტელიანო - მომო (84. ვეგა), ტიევი, ვიტოლო - გერერო (46. ქრისანტუსი).
ბეტისი (4-2-3-1): კასტო - ა. ლოპესი, პაულაუ, მარიო (67. ამაია), ნაჩო - ნოსა, რ. პერესი - კემპბელი (54. რ. კასტრო), პოსუელო, აგრა (59. ბენიატი) - მოლინა
საპასუხო: 10 იანვარს
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"