არგენტინელი სუპერვარსკვლავი, სულ მცირე, 31 წლის ასაკამდე დარჩება კატალონიურ გრანდში.
ცნობილი გახდა მისი გასამრჯელო - ახლა მისი გასამრჯელო სეზონში 16 მილიონი ევროა! თან ეს არ არის ზღვარი, კონტრაქტის მიხედვით, რამდენიმე ბონუსია გათვალისწინებული.
მაგალითად, ერთ-ერთი ბონუსისთვის საჭიროა თამაშების 65%-ში მონაწილეობის მიღება, თანაც, ტრავმების გამო გაცდენილებს არ ჩაუთვლიან.
აღსანიშნავია, რომ აქამდე ლეო არ იყო მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"