ტიტო ვილანოვა ჰოსპიტალშია, "ბარსელონა" - პარალიზებული

AutoSharing Option
მოულოდნელად "ბარსელონამ" ყველა ოფიციალური ღონისძიება გააუქმა, რომლის გამართვასაც აპირებდა - მათ შორის, კლუბის პრეზიდენტ სანდრო როსელის პრესკონფერენცია.

ბუნებრივია, ცხადი გახდა, რომ გუნდში რაღაც არცთუ სასიამოვნო ამბავი მოხდა.

ყველაზე ცუდი რამ გაირკვა - 44 წლის ტიტო ვილანოვა სერიოზულად არის ავად. შარშან ამ დროს მან ყელის სიმსივნის ოპერაცია გადაიტანა.

როგორც ჩანს, ძველმა დაავადებამ თავი ისევ იჩინა. ტიტო "ვალ დებრონის" ჰოსპიტალში იმყოფება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული