მიუხედავად იმისა, რომ ორივე უარყოფს, რომ მათ შორის უთანხმოებაა. ბოლო ტურის წინ პერესმა ოფიციალურად კიდევ ერთხელ დაუჭირა მხარი პორტუგალიელ სპეციალისტს.
არადა, მანამდე "მარკა" ავრცელებდა ხმებს, რომ მოურინიოს სეზონის ბოლოს იმ შემთხვევაშიც კი მოხსნიან, ჩემპიონთა ლიგა რომც მოიგოსო.
ახლა ესპანური პრესა პერესს მიადგა: ახალი ვერსიით, ჟოზესთან გაუთავებელი კონფრონტაციის გამო ფლორენტინო "რეალიდან" წასვლას აპირებს და ეს 2013 წლის ზაფხულში მოხდება.
ახლა თურმე პერესი იმით არის დაკავებული,
პორტუგალიელი სპეციალისტი თავისი გამონათქვამებით, პრესასთან ქიშპობით და სკანდალებით "რეალს" ჩირქს სცხებს და ამას პერესი ვერ ეგუებაო.
სიმართლე გითხრათ, ეს სპეკულაციები მოსაბეზრებელიც ხდება და თქვენის ნებართვით, მომავალში ნაკლებ ყურადღებას მივაქცევთ, რადგან ჩვენთვის სულ ერთია, როგორი ტირაჟი ექნება "მარკას".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"