ესპანეთი. კოპა დელ რეი. 1/8-ფინალი. I მატჩი: წამები სენსაციამდე

AutoSharing Option
18 დეკემბერს იპურუაში ესპანეთის თასის პირველი მერვედფინალური დაპირისპირებები ბასკეთში დასრულდა, სადაც რანგით მესამე დივიზიონის გუნდმა, "ეიბარმა" "მალაგას" უმასპინძლა და კინაღამ კიდევ ერთი სიურპრიზი შემოგვთავაზა - "მალაგამ" მარცხს თავი 94-ე წუთზე ძლივს დააღწია, ისიც ბასკთა გოლკიპერის უხეში შეცდომის გამო. ის უაზროდ გავარდა წინ და ოგუჩი ონიევუმ თავურით ცარიელ კარში გაიტანა - 1:1.

ბუნებრივია, ახლა უკვე მანუელ პელეგრინის გუნდია აშკარა ფავორიტი. მეორე ტაიმში ანგარიში მასპინძლებმა გახსნეს - გოლი 33 წლის მცველმა ჩემა ანიბარომ გაიტანა, თუმცა გამარჯვება ბასკებმა ბოლო წამს დაკარგეს.

გაისკა გარიტანო
(ეიბარი): "თუ ამ თამაშში რომელიმე გუნდი გამარჯვებას იმსახურებდა, ეს ჩვენ ვიყავით. სადავოც კი არაფერია".

მანუელ პელეგრინი (მალაგა): "მეტოქემ მოცემული შანსი გამოიყენა, ჩვენ კი მომენტები ვანიავეთ. არ მესმის, ასეთ მოედნებზე ფეხბურთის თამაში აკრძალული რატომ არ არის".

ეიბარი-მალაგა 1:1
გოლები: 1:0 ანიბარო (73), 1:1 ონიევუ (94)
ეიბარი (4-4-2): ალტამირა - აიმარი, ანიბარო, რ. ნავასი, ბინგენი - კაპა, დ. ხიმენესი, აბაროა, ოლმო (84. იური) - აკეჩე (66. მაინსი), ხიტო (72. ერასტი).
მალაგა (4-2-3-1): კამენი - ს. სანჩესი, ონიევუ, ველიგტონი, მონრეალი - რესიო (74. იტურა), ნაჩო კამაჩო - ბუონანოტე, სება ფერნანდესი, დუდა (83. ფაბრის ოლინგა) - სავიოლა (61. ხუანმი).

საპასუხო მატჩი: 8 იანვარს

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული