ანდალუსიაში მე-4 და მე-3 ადგილზე მყოფი გუნდების პაექრობაა და ეს ტურის ცენტრალური დაპირისპირებაა - "მალაგას" ჩილელი თავკაცი მანუელ პელეგრინი შეეცდება ყოფილ გუნდს აწყენინოს.
აი, მეორე თამაშს კი უფრო მეტი ყურადღება ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო ექცევა - ვალიადოლიდში ლიდერი "ბარსელონა" მთავარი მწვრთნელის გარეშე ჩადის, ტიტო ვილანოვამ ყელ-ყურის სიმსივნესთან ხელმეორე ბრძოლა დაიწყო.
ლევანტეს ფეხი დაუცდა
მივყვეთ მოვლენებს ქრონოლოგიურად: ტურის პირველ დაპირისპირებაში ყოჩაღი "ლევანტე" მადრიდში "ელვებთან"
ორივე გუნდი ძალზე განსხვავებული ტაქტიკით თამაშობს, მაშინ, როცა "რაიო ვალეკანო" ცდილობს სათამაშო უპირატესობის მოპოვებას, "ლევანტე" კონტრშეტევების დიდოსტატია.
კარგი მაგალითი მისცა თანაგუნდელებს 23 წლის ხოსე იგნასიო (ნაჩო) მარტინესმა, რომელმაც გახსნა ანგარიში შორეული დარტყმით.
პაკო ხემესი (რაიო ვალეკანო): "სამწუხაროა, რომ სეზონი ახლა არ მთავრდება, რადგან ამ პოზიციით ძალიან კმაყოფილი ვარ".
ხუან იგნასიო მარტინესი (ლევანტე): "მეტოქემ დიდებული გოლები გაგვიტანა, ჩვენ კი ვერაფერი გავაწყეთ".
სულ ეს არის სევილია?
"ანოეტაზე" "რეალ სოსიედადმა" გამარჯვებით დაასრულა წელიწადი - 2:1 მოუგო მიჩელის "სევილიას", რომელმაც თამაში 10 კაცით დაასრულა, წელიწადი კი მისთვის შეუფერებელ მე-14 ადგილზე.
ბასკური გუნდს აშკარად აღმასვლა აქვს, მაშინაც კი, როცა გარი მედელმა ანგარიში გაათანაბრა, მასპინძელთა უპირატესობაში ეჭვი არავის შეუტანია. "სევილიამ" კი დაცვაში ლაფსუსები დაუშვა, რაც ველას და დე ლა ბელას გოლებად დაუჯდა. 74-ე წუთზე ორი ყვითელი ბარათის გამო, მოედნიდან კოკე გააძევეს.
ფილიპ მონტანიე (რეალ სოსიედადი): "წელიწადი მაჟორულ ნოტზე დავასრულეთ. 17 ტურში მოპოვებული 25 ქულა კარგი შედეგია".
მიჩელი (სევილია): "მარცხი ძალიან მძიმედ გადავიტანეთ".
თუ არ ჩაგვქოლავთ, გვაცალეთ
ხავიერ აგირეს ხელში "ესპანიოლი" სულ სხვანაირად ათამაშდა, "ელ ვასკომ" გუნდს სულზე მოუსწრო. აი, "დეპორტივო" კი ღრმა კრიზისშია. ეს ალბათ ბოლო მატჩი იყო გალისიელთა თავკაც ხოსე ლუის ოლტრასთვის პოსტზე.
გოლები (თითო - ტაიმში) სიმაომ და სტუანიმ გაიტანეს.
ხავიერ აგირე (ესპანიოლი): "გამარჯვება გამარჯვებაა, მაგრამ თამაშის ხარისხით მაინც უკმაყოფილო ვარ, მეტი შეგვიძლია".
ხოსე ლუის ოლტრა (დეპორტივო): "თუ არ ჩაგვქოლავთ, გვაცალეთ ფეხზე დადგომა".
ტიტოს გარეშე
22 დეკემბერს "ბარსელონას" "ვალიადოლიდთან" მატჩში ტიტო ვილანოვას ასისტენტი ჟორდი როურა გაიყვანს. თავად ტიტო ჰოსპიტალში ინტენსიურ მკურნალობას გადის, ყელ-ყურის სიმსივნის მეორე ოპერაციაზე.
ამასობაში მომავალ მასპინძელთა თავკაცი მიროსლავ ჯუკიჩი აცხადებს, რომ მისი გუნდი ერთ მუშტად არის შეკრული.
"ჩვენ ყველანი "ბარსას" დამარცხებაზე ვოცნებობთ", - აცხადებს ის.
სავარაუდო შემადგენლობები
ვალიადოლიდი: ერნანდესი - რუკავინა, სერენო, ვალიენტე, ბალენსიაგა - რუბიო, პერესი - ომარი, ოსკარი, ბუენო - მანუჩო.
ბარსელონა: ვალდესი - ადრიანო, პიკე, პუიოლი, ალბა - ჩავი, ბუსკეტსი, ინიესტა - პედრო, მესი, ვილია.
შურისძიების ჟამი პელეგრინისთვის?
"მალაგას" უხუცეს ფანებსაც აღარ ახსოვთ, ბოლოს როდის მოუგო მათმა გუნდმა მადრიდის "რეალს", მაგრამ გავრისკავთ და ვიტყვით, რომ 22 დეკემბერს მანუელ პელეგრინის გუნდს ამის კარგი შანსი აქვს.
თუ ანდალუსიაში "რეალი" ქულებს კვლავ დაკარგავს, "სამეფო კლუბს" შეუძლია მთლიანად "მანჩესტერ იუნაიტედთან" თამაშზე გადაერთოს.
სავარაუდო შემადგენლობები
მალაგა: კაბალიერო - გამესი, დემიკელისი, ონიევუ, მონრეალი - კამაჩო, იტურა - ხოაკინი, ისკო, ელიზეუ - სავიოლა.
რეალი: კასილიასი - არბელოა, პეპე, რამოსი, კოუტინიო - ხედირა, ალონსო - დი მარია, იოზილი, რონალდო - ბენზემა.
ესპანეთი. ლა ლიგა. XVII ტური
20 დეკემბერი
ვალეკანო-ლევანტე 3:0
გოლები: 1:0 ნაჩო (59), 2:0 პიტი (79), 3:0 ფ. ვასკესი (94)
რაიო ვალეკანო (4-2-3-1): რუბენი - ტიტო, გალვესი, ამატი (78. ლაბაკა), ნაჩო - ტრაშორასი, ფუეგო - ლ. ბანგურა (72. დელიბაშიჩი), ა. დომინგესი, პიტი (87. ფ. ვასკესი) - ლეო კარილიო.
ლევანტე (4-2-3-1): მუნუა - პ. ლოპესი, ბალესტეროსი, დ. ნავარო, ხუანფრანი - იბორა (82. როხერი), დიოპი (71. ელ-ჟარი) - მიჩელი (62. ანხელი), ბარკერო, რ. გარსია - მარტინსი.
გაფრთხილება: ფუეგო, დომინგესი, ლაბაკა - მარტინსი, მიჩელი, იბორა, ბარკერო
კუთხური: 3-5; ჯარიმა: 20-17; თამაშგარე: 0-2; კარში დარტყმა: 18-9 (7-3); ბურთის ფლობა: 64%-36%.
მაყურებელი: 11 000
21 დეკემბერი
ესპანიოლი-დეპორტივო 2:0
გოლები: 1:0 სიმაო (30), 2:0 სტუანი (88)
ესპანიოლი (4-2-3-1): კასილია - ხ. ლოპესი, კოლოტო, მორენო, კაპდევილა - ვ. სანჩესი (46. ბაენა), ფორლინი - ვაკასო (77. სტუანი), ვერდიუ (90. ალბინი), სიმაო - ს. გარსია.
დეპორტივო (4-2-3-1): ლუქსი - მ. პაბლო, მარჩენა, აიტამი, ევადლო - ბერგანტინიოსი (71. ანდრე სანტოსი), აგილარი - გამა, პიცი, სალომაო (78. ვალერონი) - რიკი (60. ოლივეირა).
გაფრთხილება: სანჩესი, ბაენა - აიტამი, პიცი
კუთხური: 3-11; ჯარიმა: 11-12; თამაშგარე: 1-1; კარში დარტყმა: 9-16 (5-4); ბურთის ფლობა: 39%-61%.
მაყურებელი: 19 000
სოსიედადი-სევილია 2:1
გოლები: 1:0 ველა (18), 1:1 მედელი (49), 2:1 დე ლა ბელა (69)
რეალ სოსიედადი (4-2-3-1): ბრავო - კ. მარტინესი, მ. გონსალესი, ი. მარტინესი, დე ლა ბელა - პარდო (67. ზურუტუზა), ილარამენდი - ჩაბი პრიეტო, გრიზმანი, ველა (84. გ. კასტრო) - იფრანი (86. აგირეჩე).
სევილია (4-2-3-1): დ. ლოპესი - კოკე, ბოტია (88. ლუნა), სპაჰიჩი, ფ. ნავარო - მედელი, კონდობია - ხესუს ნავასი, რეიესი (67. რაბელიო), დელ მორალი (81. ბ. დიავარა) - ნეგრედო.
გაფრთხილება: ი. მარტინესი, ილარამენდი - სპაჰიჩი, კოკე, ბოტია, ნავარო
გაძევება: კოკე (74)
კუთხური: 3-6; ჯარიმა: 10-20; თამაშგარე: 2-0; კარში დარტყმა: 12-14 (4-4); ბურთის ფლობა: 50%-50%.
მაყურებელი: 20 000
ვალენსია-ხეტაფე 4:2
გოლები: 1:0 სოლდადო (1), 2:0 ჟონასი (7), 2:1 ა. ვასკესი (13), 3:1 რ. კოშტა (30), 3:2 ალექსისი (59), 4:2 ვალდესი (93)
ვალენსია (4-2-3-1): დიეგო ალვეში - ჟ. პერეირა, რამი, რ. კოშტა, გუარდადო - ტინო კოსტა, ალბელდა - ფეგული (64. ბანეგა), ჟონასი (76. ვიერა), პიატი (90. ვალდესი) - სოლდადო.
ხეტაფე (4-2-3-1): მოია - მ. ტორესი, ალექსისი, ლოპო, მანე (6. რაფა) - მიჩელი (73. გავილანი), ხ. ტორესი - ლაფიტა, ბარადა (77. სარაბია), დ. კასტრო - ა. ვასკესი.
გაფრთხილება: რამი, სოლდადო, ალბელდა - რაფა, ხ. ტორესი, მ. ტორესი, ა. ვასკესი
კუთხური: 8-7; ჯარიმა: 9-16; თამაშგარე: 3-1; კარში დარტყმა: 16-10 (10-7); ბურთის ფლობა: 56%-44%.
მაყურებელი: 32 000
ატლეტიკო-სელტა 1:0
გოლი: 1:0 ადრიან ლოპესი (77)
ატლეტიკო (4-4-1-1): კურტუა - ხუანფრანი, მირანდა, გოდინი, სისმა (75. რაულ გარსია) - კოკე, გაბი (58. კ. როდრიგესი), ტიაგო, არდა თურანი - დ. კოშტა (71. ადრიან ლოპესი) - ფალკაო.
სელტა (4-2-3-1): ვარასი - მალიო, კაბრალი, ტუნიესი, ბელვისი - ოუბინია, ა. ლოპესი (64. ბერმეხო) - ა. ფერნანდესი (85. დე ლუკასი), ინსა (74. ვილა), კრონ-დელი - ასპასი.
გაფრთხილება: არდა თურანი, მირანდა, ფალკაო - ტუნიესი, ვარასი, ვილა
გაძევება: მირანდა (86)
კუთხური: 6-4; ჯარიმა: 12-11; თამაშგარე: 5-0; კარში დარტყმა: 10-4 (4-0); ბურთის ფლობა: 55%-45%.
მაყურებელი: 45 000
22 დეკემბერი
ბეტისი-მალიორკა 19:00
დისკვალიფიკაცია: ჟერომელი (მალ)
ტრავმა: დორადო, მარტინესი (?), ადრიანი (?) - ხიმენესი, ლოპესი, ფონტასი (?), ჟოაო ვიქტორი, პერეირა
ბოლო 6 მატჩი
+3=0-3 +0=2-4
ურთიერთშეხვედრები
სულ 26 თამაში: +10=5-11, (29-30)
ვალიადოლიდი-ბარსელონა 21:00
ტრავმა: რუედა, ებერტი - ადრიანო (?), ინიესტა (?), კვენკა, ფაბრეგასი, მუნიესა
ბოლო 6 მატჩი
+2=2-2 +6=0-0
ურთიერთშეხვედრები
სულ 28 თამაში: +3=5-20, (21-69)
მალაგა-რეალი 23:00
დისკვალიფიკაცია: ველიგტონი (მალ)
ტრავმა: ტულალანი, ბაპტიშტა - იგუაინი, ალბიოლი, კოენტრაო (?), მარსელო
ბოლო 6 მატჩი
+3=1-2 +4=1-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 24 თამაში: +0=6-18, (23-59)
ოსასუნა-გრანადა 23:00
დისკვალიფიკაცია: არმენტეროსი (ოსა)
ტრავმა: სისი, მასუდი - ტონიო, ფ. რიკო
ბოლო 6 მატჩი
+2=3-1 +1=2-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 2 თამაში: +1=1-0, (3-2)
ბილბაო-სარაგოსა 01:00
დისკვალიფიკაცია: სუსაეტა (ბილ)
ტრავმა: ამორებიეტა (?), დე მარკოსი (?), იტურასპე (?), პერესი, რუისი - ობრადოვიჩი, პინტერი, არანდა (?)
ბოლო 6 მატჩი
+3=1-2 +2=1-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 34 თამაში: +14=11-9, (48-37)
შენიშვნა: + მოგება, = ფრე, - წაგება () ბურთების სხვაობა
შენიშვნა: ურთიერთშეხვედრები ჩემპიონატისა და თასის მატჩები 1994 წლიდან
სატურნირო ცხრილი
ბომბარდირები: 25 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 17 - რადამელ ფალკაო (ატლეტიკო); 14 - კრიშტიანო რონალდო (რეალი); 10 - არიც ადურისი (ბილბაო).
მომდევნო ტური
6 იანვარი
სელტა-ვალიადოლიდი, ბარსელონა-ესპანიოლი, გრანადა-ვალენსია, ლევანტე-ბილბაო, მალიორკა-ატლეტიკო, რაიო ვალეკანო-ხეტაფე, რეალი-რეალ სოსიედადი, სევილია-ოსასუნა, სარაგოსა-ბეტისი, დეპორტივო-მალაგა.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"