პრესტიჟული ჯილდო "ოქროს ბიჭუნა", რომელსაც ტრადიციულად იტალიური გამოცემა Tuttosport აწესებს, ამ სეზონში სწორედ ესპანური კლუბის 20 წლის ჰავბეკს ხვდა, რომელიც 30-მა გავლენიანმა და ცნობილმა ევროპელმა ჟურნალისტმა გამოარჩია.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ ნომიციაში წელს საქართველოს ნაკრებისა და მოსკოვის "სპარტაკის" ჰავბეკი ჯანო ანანიძეც იყო წარდგენილი.
გამოკითხვაში ესპანელმა ნახევარმცველმა უკან ჩამოიტოვა "მილანის" თავდამსხმელი შტეფან ელ-შაარავი და "ატლეტიკოს" გოლკიპერი ტიბო კორტუა, რომლებმაც შესაბამისად, მეორე და მესამე ადგილი დაიკავეს.
"ძალიან ბედნიერი ვარ. ეს არაჩვეულებრივია! მე
ვფიქრობ, ჯილდო "ოქროს ბიჭუნა" ძალიან წამადგება მსოფლიო ფეხბურთის ნამდვილ ვარსკვლავად გახდომაში ისევე, როგორც მათ, რომლემაც ჯილდო ჩემამდე დაისაკუთრეს", - თქვა ისკომ.
ცნობისთვის, წინა წლებში ამ ნომინაციის გამარჯვებულები ხდებოდნენ ლიონელ მესი, უეინ რუნი, სესკ ფაბრეგასი, მარიო ბალოტელი, შარშან კი ჯილდო მარიო გიოტცემ მიიღო.
რაც შეეხება ისკოს, მიმდინარე სეზონში მის ანგარიშზე კლუბის მაისურით ჩატარებული 25 მატჩია, რომლებშიც 6 გოლის გატანა და 8 საგოლე გადაცემის გაკეთება შეძლო.
"ნაღდად არ მეგონა, რომ გავიმარჯვებდი. ეს ყველაფერი ხუმრობა მეგონა.
ერთხელ უკვე გამომიძახეს ესპანეთის ნაკრებში და ძალიან მინდა დელ ბოსკეს დავუმტკიცო, რომ ღირსი ვარ "ფურია როხას" ფორმა კვლავაც მეცვას", - აქვეყნებს ისკოს სიტყვებს Goal.com.
ასევე იხილეთ:
ჯანო ანანიძე "Golden Boy"-ს გამოკითხვაში ჯერჯერობით მეორე ადგილზეა