ლა კორუნიის "დეპორტივოს" ახალი მწვრთნელი ჰყავს

AutoSharing Option
31 დეკემბერს ლა კორუნიის "დეპორტივოს" მთავარი მწვრთნელის პოსტი ხოსე ლუის ოლტრამ დატოვა.

მის ნაცვლად გალისიელებს დომინგუშ პასიენსია გაწვრთნის. ოლტრა ესპანური პრიმერის მე-3 მწვრთნელი გახდა, ვინც ამ სეზონში გაათავისუფლეს. 

"დეპორტივო" 12 ქულით ესპანეთის ჩემპიონატში ბოლო, მე-20 ადგილზეა. ბუნებრივია, სახელოვანი კლუბის ხელმძღვანელებს ეს არ აწყობდათ და 43 წლის სპეციალისტს კარზე მიუთითეს.

შეგახსენებთ, რომ სწორედ ოლტრას წყალობით დაუბრუნდა "დეპორტივო" ელიტურ დივიზიონს.

"დეპორტივო" უმწვრთნელოდ დიდხანს არ ყოფილა - გუნდს პორტუგალიელი სპეციალისტი დომინგუშ პასიენსია გაწვრთნის, რომელიც ბოლოს ლისაბონის "სპორტინგში" მოღვაწეობ
და.

კონტრაქტით, პასიენსიამ სეზონი უნდა ჩაამთავროს და თუ კლუბის ხელმძღვანელობა კმაყოფილი იქნება, მას ხელშეკრულებას გაუგრძელებენ.

პასიენსიას 2 იანვარს 44 წელი შეუსრულდა. მას საზღვარგარეთ ჯერ არ უმუშავია, პორტუგალიაში კი "პორტუს" სარეზერვო გუნდი, "ლეირია", "სპორტინგი", "აკადემიკა", "ბრაგა" და "სპორტინგი" გაუწვრთნია. ყველაზე წარმატებული ის "ბრაგაში" მუშაობის დროს იყო.

ასევე იხილეთ:
სუპერმატჩი: დეპორტივო-ბარსელონა
მკითხველის კომენტარები / 1 /
არმინდა მაგრად ამათი გავარდნა შარშან რო გავარდნენ ისიც ზედმეტია ამათთვის ესეთი ტრადიციიების გუნდი პრიმერაში უნდა თამაშობდეს :)))
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული