ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელის გადაბირება, ძირითადად, ინგლისურ კლუბებს სურთ. ვილიათი დაინტერესებას "ლივერპული", "ჩელსი" და "არსენალი" იჩენენ.
მერსისაიდელები თანახმანი იყვნენ, ვილია თავიანთ გუნდში იჯარის წესით გადაეყვანათ და კატალონიელებს შესაბამისი წინადადებითაც მიმართეს. "ლივერპულის" მთავარი მწვრთნელი ბრენდან როჯერსი მიიჩნევს, რომ გუნდის თავდასხმაში ვილია ლუის სუარესთან ერთად ბრწყინვალე დუეტს შექმნიდა.
თუმცა, როგორც ირკვევა, ინგლისელთა წინადადებას კატალონიელებმა უარით უპასუხეს.