კრიშტიანო რონალდო: მადრიდის "რეალთან" ჩემს კონტრაქტზე ხმას აღარ ამოვიღებ

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" პორტუგალიელმა ფორვარდმა კრიშტიანო რონალდომ პირობა დადო, რომ კლუბთან თავისი კონტრაქტის თაობაზე ჟურნალისტებთან კრინტსაც აღარ დაძრავს.

ესპანურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, რონალდო არ აპირებს მადრიდის "რეალთან" მოქმედი შეთანხმების გახანგრძლივებას.

"ამის შესახებ ადრეც მეკითხებოდნენ. მორჩა, ჩემს კონტრაქტსა და მისი გახანგრძლივების თაობაზე აღარაფერს ვიტყვი.

ეს ამ დროისთვის არცაა ყველაზე მთავარი. უფრო მნიშვნელოვანია, შემდეგ თამაშებში წარმატებას მივაღწიოთ.

"რეალში" თავს კომფორტულად ვგრძნობ და იმედი მაქვს, მოედანზე ამ კლუბისთვის მაქსიმუმს კვლავაც ისევე გავიღებ, როგორც ამას აქამდე ვაკეთებდი".
- თქვა პორტუგალიელმა ვარსკვლავმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული