პეპე მელის გუნდი ამ სეზონში სტუმრად დიდებულად თამაშობს. ამიტომ სწორედ "ბეტისია" ამ დაპირისპირების ფავორიტი, რომლის უდავო ლიდერიც ესპანეთის ნაკრების ნახევარმცველი ბენიატ ეჩებარიაა.
ზუსტად ერთი წელიწადი გავიდა მას მერე, რაც "სარაგოსას" ბოსმა აგაპიტო იგლესიასმა ახალ მწვრთნელად მანოლო
არაგონელები კარგად ხედავენ მიღწეულ პროგრესს. მანამდე უიმედო გუნდი ბოლო ტურში სასწაულებრივ გადაურჩა დაქვეითებას. ახლა კი ისე თამაშობს, წესით, განსაცდელი ხელახლა აღარ უნდა დაემუქროს.
მასპინძლებს დიდი ხნის წინათ გამოკლებული უნგრელი ადამ პინტერი და სერბი ივან ობრადოვიჩი აკლიათ. ანდალუსიელებს არ ეყოლებათ ხოსე ანტონიო დორადო და სერხიო როდრიგესი. საეჭვოა მეკარე ადრიანის თამაშიც.
სავარაუდო შემადგენლობები
სარაგოსა: რობერტო - სეპუნარუ, ლოოვენსი, ალვარო, აბრაამი - აპონიო, მოვილია - სუკულინი, ვ. როდრიგესი, მონტანიესი - პოშტიგა.
ბეტისი: ადრიანი - ჩიკა, პაულაუ, პერკისი, ნაჩო - ბენიატი, კანიასი - აგრა, სევილია, კემპბელი - რ. კასტრო.
4 იანვარი
სარაგოსა-ბეტისი 00:30
ტრავმა: პინტერი, ობრადოვიჩი, არანდა (?) - მარტინესი (?), ადრიანი (?), დორადო, ს. როდრიგესი
ბოლო 6 მატჩი
+2=1-3 +3=0-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 29 თამაში: +10=7-12, (43-47)
ბომბარდირები: 26 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 17 - რადამელ ფალკაო (ატლეტიკო); 14 - კრიშტიანო რონალდო (რეალი); 10 - არიც ადურისი (ბილბაო).
ასევე იხილეთ:
ესპანეთი. ლა ლიგა. XVII ტურის შეჯამება და სიმბოლური ნაკრები