ლა კორუნიის "დეპორტივომ" პაულო ასუნსაო დაიმატა

AutoSharing Option
ლა ლიგის საგზურის საგაისოდაც შენარჩუნებისთვის ბრძოლაში "დეპორტივო" გამოცდილი ბრაზილიელი ნახევარმცველით, პაულო ასუნსაოთი გაძლიერდა.

32 წლის ასუნსაოს თამაში კარგად გვახსოვს მადრიდის "ატლეტიკოში". ევროპაში მას "პორტუსა" და ათენის აეკ-შიც უთამაშია.

ასუნსაო თავისუფალი აგენტი იყო, მას მერე, რაც "სან პაულო" დატოვა.

ბრაზილიელმა წარმატებით გაიარა სამედიცინო შემოწმება და კლუბთან სეზონის ბოლომდე გააფორმა ხელშეკრულება, რომელიც ორივე მხარის თანხმობის შემთხვევაში, ზაფხულში კიდევ 2 წლით განახლდება.

ასევე იხილეთ:
ლა კორუნიის "დეპორტივოს" ახალი მწვრთნელი ჰყავს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული