"ღამურები" თასის მეოთხედფინალში შეფრინდნენ

AutoSharing Option
"ვალენსიას" და "ოსასუნას" დაპირისპირებაში ბევრი რამ პირველივე მატჩში (2:0 "ღამურების" სასარგებლოდ) გადაწყდა, ხოლო, როცა "მესტალიაზე" ტინო კოსტამ 33-ე წუთზე ანგარიში გახსნა,  ყველაფერი გადაწყდა.

საბოლოოდ, "ვალენსიამ" ორი მატჩის ჯამში 4:1 იმარჯვა.

სხვათა შორის, საპასუხო მატჩში "ოსასუნა" უკეთ თამაშობდა და ბევრსაც უტევდა, მაგრამ მოწოდების სიმაღლეზე იყო ვისენტე გუაიტა. "ღამურების" სათადარიგო მეკარემ მხოლოდ ერთ შემთხვევაში ვერ გადაარჩინა გუნდი, როცა პირველ ტაიმში ხოსება ლორენტემ ანგარიში გაათანაბრა.

გამარჯვების გოლი ბოლო წუთზე შეცვლაზე შესულმა რობერტო სოლდადომ გაიტანა.

მატჩის შემდეგ მედიას მწვრთნელები წარუდგნენ:

ერნესტო ვალვერდე (ვალენსია): "მეტოქეს
მხოლოდ გამარჯვება აძლევდა ხელს და ბევრი პრობლემა გაგვიჩინა. ჩვენს პირველ გოლამდე სანერვიულოც ბევრი მქონდა".

ხოსე ლუის მენდილიბარი (ოსასუნა): "კარგად ვითამაშეთ, ბევრი მომენტი შევქმენით, მაგრამ სტაბილურობა გვაკლია. საბოლოო მიზნის მისაღწევად ცოტა კლასი და ცოტა იღბალი დაგვაკლდა".

სხვათა შორის, "მესტალიას" "ვალენსიას" ყოფილი თავკაცი უნაი ემერი სტუმრობდა. ბასკი სპეციალისტი მოსკოვის "სპარტაკიდან" წამოსვლის შემდეგ უმუშევარია.

ასევე იხილეთ:
ერნესტო ვალვერდე "ვალენსიას" მთავარ მწვრთნელად დანიშნეს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული