მატჩის შემდეგ მედიას ორივე გუნდის მწვრთნელი გაესაუბრა.
მანოლო ხიმენესი (სარაგოსა): "პირველი მატჩი მოგებული კი გვქონდა, თუმცა ჩვენი პრიორიტეტი მუდამ ფანების კმაყოფილებაა. ამიტომაც ფეხბურთელებს ძალიან სურდათ მოგება და მოიგეს კიდევაც. კმაყოფილი ვარ. საჰაერო დუელებს ვიგებდით, კარგად ვუტევდით და მიზანსაც მივაღწიეთ. ახლა უკვე მომავალ მატჩზე ვფიქრობთ, "ატლეტიკოს" წინააღმდეგ".
ხუან იგნასიო მარტინესი (ლევანტე): "მეტოქის პირველ გოლამდე კიდევ გვქონდა შანსები, თუმცა მეოთხედფინალში გასვლას ალალად არ ვიმსახურებდით. თუმცა ამ დაპირისპირებიდან პოზიტიურიც ბევრი გავიგეთ,
მეოთხედფინალში "სარაგოსა" "სევილიას" დაუპირისპირდება. მატჩები 16 და 23 იანვარს გაიმართება.
ასევე იხილეთ:
აიტორ კარანკა: ჟოზე მოურინიო არავის ემალება და არც უპირისპირდება