ვისენტე დელ ბოსკემ გადაწყვიტა: მიჩუ სანაკრებო კაცია

AutoSharing Option
ვისენტე დელ ბოსკე აგრძელებს ნაკრებისთვის ახალი სისხლის ძებნის კამპანიას. ის და მისი თანაშემწეები ინგლისის ჩემპიონატს აკვირდებიან, სადაც რამდენიმე ფეხბურთელი შეარჩიეს კიდევაც.

"მარკა" იუწყება, რომ ერთი გადაწყვეტილება დელ ბოსკემ უკვე მიიღო: "სუონსის" ახალწვეული მიგელ მიჩუ სანაკრებო კაცია და მას უახლოეს მატჩში, ურუგვაისთან ამხანაგურ შეხვედრაში გამოსცდის კიდევაც.

ურუგვაისთან თამაში 6 თებერვალს დოჰაში გაიმართება. ეს ბრწყინვალე შანსი იქნება "რაიო ვალეკანოს" ყოფილი წევრისთვის, რომელიც პრემიერლიგაში ყველასთვის მოულოდნელად ბრწყინავს (13 გოლი სეზონში).

დელ ბოსკეს ნაკრებში ყველაზე მეტად მარჯვენა მცველის პოზიცია ადარდებს. ამიტომაც მწვრთნელთა შტაბი სესარ
ასპილიკუეტას
(ჩელსი) და ანხელ რანხელსაც (სუონსი) აკვირდებიან.

ასევე იხილეთ:
მიკაელ ლაუდრუპი: მიჩუს ყიდვა წლის ტრანსფერია
ვისენტე დელ ბოსკე: მიჩუს შანსს მივცემ
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული