ჟურნალისტებთან მხოლოდ ფეხბურთელი გონსალო იგუაინი წარსდგა.
ტრადიციულ პრესკონფერენციაზე მწვრთნელების არყოფნის მიზეზი ოფიციალურად არ დასახელებულა, ცნობილი ესპანური გამოცემა "ელ მუნდო დეპორტივოს" ვერსიით კი, ეს პორტუგალიელი მწვრთნელის თავს მადრიდში გადამხდარი ინციდენტის ბრალია.
თურმე მადრიდის ერთერთ სავაჭრო ცენტრში ჟოზე ოჯახთან და ორ პირად მცველთან ერთად "შოპინგობდა", როდესაც ერთერთ გამვლელს მასთან სამახსოვრო სურათის გადაღება მოუნდომებია. მთხოვნელმა, რომელმაც მოურინიოსგან უარი მიიღო, გადაწყვიტა, მაინც გადაეღო მწვრთნელისთვის სურათი.
ინციდენტში სავაჭრო ცენტრის დაცვაც ჩარეულა. გაზეთის ცნობით, მომხდარის გარჩევის დროს დაზარალებული მოურინიოსა და მის მცველებს მასზე განხორციელებულ თავდასხმაში ადანაშაულებდა, თავად მწვრთნელი კი აგრესიის გამოვლენის ფაქტს არ ადასტურებდა და მხოლოდ ფოტოგრაფირების სურვილის არქონაზე ამახვილებდა ყურადღებას.