სენსაციური სიახლე: "მალაგასთან" "ბარსას" ისევ ტიტო ვილანოვა გამოიყვანს!

AutoSharing Option
მალაგაში გამგზავრებამდე "ბარსელონას" მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელმა ჟორდი როურამ თქვა, რომ გუნდს ისევ ტიტო ვილანოვა გამოიყვანს.

"ვესაუბრე ტიტოს და ის მხნედ გამოიყურება. მას სურს, რომ თამაშზე იყოს და იქნება კიდევაც", - განაცხადა როურამ.

შეგახსენებთ, რომ "ბარსელონას" 44 წლის თავკაცი ნიუ იორკში იყო, სადაც მას კიდევ 6-კვირიანი ქიმიო-თერაპიის კურსი დაუნიშნეს. ესპანურ პრესაში გავრცელდა ხმა, რომ ის თვე-ნახევრით დააკლდებოდა საყვარელ საქმეს, თუმცა ვილანოვა შეუპოვარი კაცი გამოდგა.

სხვათა შორის, ნიუ იორკში ვილანოვა მეგობარსა და "ბარსას" ყოფილ თავაცს, პეპ გვარდიოლას შეხვდა.

შეგახსენებთ, რომ პირველი წრის
ბოლო მატჩის მოგების შემთხვევაში, "ბარსელონა" ლა ლიგის ყველა დროის რეკორდს დაამყარებს პირველ წრეში მოპოვებული ქულების მიხედვით.

"ადრე თუ გვიან, ჩვენც წავაგებთ. ეს გარდაუვალია", - აღნიშნა როურამ პრესკონფერენციაზე.

ასევე იხილეთ:
"ბარსელონამ" ტიტო ვილანოვა ისევ დიდი ხნით დაკარგა
მკითხველის კომენტარები / 1 /
პეპე დავაბრუნოდ უნდა ბარსაში ტიტოს სერიოზული ავადაა
0

სიახლეები პოპულარული