ვისი ხილვა სურთ მადრიდის "რეალში"?

AutoSharing Option
"მარკას" ახალი გამოკითხვის მიხედვით, "რეალში" ყველაზე მეტად დავიდ სილვას (მანჩესტერ სიტი) და რადამელ ფალკაოს (ატლეტიკო) ხილვა სურთ.

შარშანდელი გამოკითხვის აშკარა ლიდერი ფერნანდო ლორენტე (ბილბაო) კი მიივიწყეს - ბასკის მადრიდში გადასვლას კლუბის წევრთა მხოლოდ 29,7% ემხრობა. ასევე მკვეთრად დაეცა მათი რიცხვი, ვისაც "რეალში" სერხიო აგუეროს (მანჩესტერ სიტი) და ნეიმარის (სანტოსი) ნახვა სურს.

დავიდ სილვას ტრანსფერს მხარს 76,7% უჭერს, მეორე ადგილზე რადამელ "ელ ტიგრე" ფალკაოა ხმათა 70,7%-ით.

მესამე ადგილზე კი ყველასთვის მოულოდნელად "მალაგას" ნახევარმცველი ისკო გავიდა 48,2%-ით.

ასევე იხილეთ:
მადრიდის "რეალის" ნომერ
პირველი სამიზნე ახალი მარჯვენა მცველია


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული