იკერ კასილიასმა ჟოზე მოურინიოს გული მოიგო

AutoSharing Option
"მარკა" იუწყება, რომ მომავალში "რეალში" სამეკარეო კრიზისი მოსალოდნელი აღარ არის - ჟოზე მოურინიომ გადაიფიქრა იკერ კასილიასის სათადარიგოთა სკამზე დასმა.

31 წლის მეკარე აქამდე გუნდში "ხელშეუხებლად" მიიჩნეოდა, თუმცა 2012 წლის ბოლო მატჩში ჟოზემ კაპიტანი სათადარიგოთა სკამზე დასვა და მის მაგივრად "სამეფო კლუბის" კარში ანტონიო ადანი დააყენა. ამის შემდეგ კასილიასისა და მოურინიოს ურთიერთდამოკიდებულება საფეხბურთო ესპანეთის მთავარი თემა იყო.

სამწვრთნელო შტაბი მიიჩნევს, რომ იკერზე ასეთი უცნაური სახით წარმოებულმა ზეწოლამ შედეგი მოიტანა და კასილიასმაც იგრძნო, რომ შეიძლება დაემუქროს კონკურენცია, თუკი მოეშვება. "მარკას" ცნობით, "სელტასთან"
მატჩის მეორე ტაიმი გადამწყვეტი იყო კასილიასისთვის. იკერმა ჩვეულ დონეზე ითამაშა და ჟოზეს დაუმტკიცა, რომ ისევ ტოპ-კლასის გოლკიპერია.

"რეალის" უახლოესი მატჩი თასზეა, "ვალენსიას" წინააღმდეგ და კარში კასილიასი ჩადგება. არადა, თავიდან ჟოზე ისევ ადანის დაყენებას აპირებდა, მაგრამ პორტუგალიელს სურს, პირმართალი იყოს კასილიასთან, რადგან კასილიასი სათანადოდ შეხვდა "განსაცდელს" და სწორი დასკვნებიც გამოიტანა, მოურინიოს ნდობაც დაიბრუნა.

ასევე იხილეთ:
ლა ლიგა. XIX ტურის წინ: ჟოზე მოურინიო არ ვიცი, მე კი "რეალში" ვრჩები
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული