Goal.com-ის ინფორმაციით მადრიდის "ატლეტიკოს" ხელმძღვანელობის მთავარი სატრანსფერო მიზანი "მანჩესტერ იუნაიტედის" ფორვარდი ჩიჩარიტოა.
"ატლეტიკო" ამ ზაფხულს, სავარაუდოდ, რადამელ ფალკაოსა და ადრიან ლოპესს დაემშვიდობება, ხოლო ჩიჩარიტო მადრიდელთა გუნდის შემტევი ხაზის მთავარი ფიგურა გახდება.
"ატლეტიკო" მზადაა, მექსიკელ ფეხბურთელში 18 მილიონი ევრო გადაიხადოს.