უნაი ემერი "სევილიას" მწვრთნელია

AutoSharing Option
"ვალენსიასა" და მოსკოვის "სპარტაკის" ყოფილი დამრიგებელი უნაი ემერი "სევილიას" მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. ეს ინფორმაცია ანდალუსიური კლუბის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსდა.

ემერიმ "სევილია" მიჩელ გონსალესისგან ჩაიბარა, რომელიც არადამაკმაყოფილებელი შედეგებისთვის გაანთავისუფლეს.

ემერის კონტრაქტი ახალ კლუბთან წელიწადნახევარი იქნება ძალაში.

მისი ოფიციალური წარდგენა 15 იანვარს გაიმართება. ამ მომენტისთვის "სევილია" მე-13 ადგილზეა ლა ლიგის ცხრილში.

ასევე იხილეთ:
უნაი ემერი მოსკოვის "სპარტაკიდან" გაათავისუფლეს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული